დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

რიწა

„რიწა“ 1975 წელს, სოხუმში, ალმანახის ფორმატში, აფხაზეთის ქართველ მწერალთა ინიციატივითა და ძალისხმევით დაარსდა. მოგვიანებით გამოცემამ ჟურნალის სახე მიიღო. პერიოდულ გამოცემაში ქართველი და აფხაზი პოეტების ნაწარმოებები იბეჭდებოდა.

1992-1993 წლებში საომარი მოქმედებების გამო ჟურნალმა არსებობა შეწყვიტა. 1994 წელს, აღდგენილი „რიწის“ შემოქმედებით ცხოვრებაში ახალი ათვლის წერტილი, სახელად „ომი“ გაჩნდა. ომგამოვლილმა ჟურნალმა ფორმატი და პროფილი შეიცვალა და სალიტერატუროსთან ერთად, საზოგადოებრივი ფუნქციაც შეიძინა. ახალმა შემოქმედებითმა გუნდმა (რედაქტორი – გივი ბერაია) – განახლებული დიზაინის, მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის, მრავალფეროვანი თემატიკისა და რუბრიკების, ახალგაზრდული ჩანართების, თარგმანების, დებიუტანტ ავტორთა შემოქმედების წარმოჩენის ხარჯზე, ჟურნალი უფრო კრეატიული, საინტერესო და მიმზიდველი გახადა. დევნილი ავტორების გვერდით იბეჭდებოდნენ ცნობილი კლასიკოსები: ოთარ და თამაზ ჭილაძეები, გურამ დოჩანაშვილი, ანა კალანდაძე, მურმან ლებანიძე, მუხრან მაჭავარიანი, ჯანსუღ ჩარკვიანი, და სხვები. აღსანიშნავია, რომ ჟურნალი სრულიად გაემიჯნა 90-იან წლებში დამკვიდრებულ „სიძულვილის ენას“ და მხოლოდ სიყვარულის და შერიგების გზავნილი გახლდათ აფხაზი თანამოძმისთვის.  „რიწა“ ეხმიანებოდა ყველა იმ ფაქტსა და მოვლენას, რაც კი აფხაზეთის ირგვლივ ხდებოდა.

ჟურნალ „რიწის“ რედაქტორები გახლდნენ: ოთარ ჭურღულია, გიორგი სიჭინავა, გურამ ოდიშარია, გივი ბერაია, ზაურ კალანდია.

ჟურნალი 2010 წელს დაიხურა და მისი განახლება მხოლოდ 2014 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის თანადგომითა და დაფინანსებით მოხერხდა. ჟურნალს სათავეში ჩაუდგა ცნობილი მწერალი და გამოცდილი რედაქტორი ზაურ კალანდია. მისი რედაქტორობის წლებში „რიწაში“ არაერთი ექსკლუზიური, მაღალი მხატვრული ღირებულებების მატარებელი მასალა დაიბეჭდა. 

2020 წლის იანვრიდან „რიწის“ მთავარ რედაქტორად მწერალი ნანა ქარდავა დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ ჟურნალის არსებობის ისტორიაში, პირველად ჰყავს ქალი რედაქტორი. 

ჟურნალი „რიწა“ ერთგულ მკითხველს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. გადადით
ლინკზე, შეავსეთ აპლიკაციის ფორმა და მიიღეთ ჟურნალი სახლიდან გაუსვლელად თქვენთვის სასურველ მისამართზე.

ხუთშაბათი, der 28. სექტემბერი 2023
by
არტ-გალერეაში ჟურნალ „რიწის“ პრეზენტაცია გაიმრთა

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ჟურნალ „რიწის“ მე-2 ნომრის პრეზენტაცია გაიმრთა. ახალი ნომერი მკითხველებს ჟურნალის რედაქტორმა, ნანა ქარდავამ წარუდგინა. რედაქტორის წერილი: „ჟურნალ “რიწის” 2023 წლის მე-2 ნომრი გამოირჩევა რუბრიკათა მრავალფეროვნებით. მასში შესულია 9 პოეტისა და 5 მწერლის ნაშრომი, ასევე მოგონებები, პუბლიცისტური, მემუარული და სამეცნიერო ხასიათის წერილები. ტრადიციულ რუბრიკებს დაემატა[…]

ვრცლად
სამშაბათი, der 16. მაისი 2023
by
დედოფლისწყაროში ჟურნალ „რიწის“ ახალი ნომერის პრეზენტაცია გაიმართა

დედოფლისწყაროში ჟურნალ „რიწის“ ახალი ნომერის პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალ „რიწის“ რედაქტორის, ნანა ქარდავას და „ხორნაბუჯის“ რედაქტორის გიორგი ნატროშვილის ინიციატივით „რიწის“ პირველი ნომრის პრეზენტაცია დედოფლისწყაროში გაიმართა. ეს გადაწყვეტილება სიმბოლურ ხასიათს ატარებს, რადგან წარმოდგენილი ნომერი ორი ჟურნალის – „ხორნაბუჯისა“ და „რიწის“ ერთგვარი კოლაბორაციაა. ლიტერატურული ჟურნალი „ხორნაბუჯი“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამოცემაა, რომელმაც აფხაზეთიდან[…]

ვრცლად
პარასკევი, der 28. აპრილი 2023
by
გამოვიდა ჟურნალ „რიწის“ 2023 წლის 1-ლი ნომერი

გამოვიდა ჟურნალ „რიწის“ 2023 წლის 1-ლი ნომერი. ჟურნალის „რიწა“ და სააგენტოს მიერ გამოცემული შემეცნებითი ლიტერატურის შეძენას ექსკლუზიურად, მხოლოდ შაქრო ბაბუას წიგნის მაღაზიაში შეძლებთ. თბილისი, ჭავჭავაძის 17ბ. აგრეთვე შეგიძლიათ ისარგებლოთ ადგილზე მიტანის სერვისით https://bit.ly/3EhercP

ვრცლად
პარასკევი, der 17. მარტი 2023
by
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალ „რიწის“ პრეზენტაცია გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალ „რიწის“ პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების წინაშე, რედაქტორმა, ქალბატონმა ნანა ქარდავამ წარადგინა. ჟურნალის ამ ნომერში მრავლად შეხვდებით ახალგაზრდა ქართველ შემოქმედთა სადებიუტო პუბლიცისტურ, პოეტურ და პროზაულ ნაწარმოებებს. წლების განმავლობაში ჟურნალმა ფორმატი შეიცვალა და სალიტერატუროსთან ერთად, საზოგადოებრივი ფუნქციაც შეითავსა. განახლებული დიზაინის, ხარისხის, მრავალფეროვანი თემატიკისა[…]

ვრცლად
ორშაბათი, der 20. თებერვალი 2023
by
სააგენტოს მიერ გამოცემული ლიტერატურა შაქრო ბაბუას წიგნის მაღაზიაში

სიახლე ექსკლუზიურად, მხოლოდ შაქრო ბაბუას წიგნის მაღაზიაში შეძლებთ შეიძინოთ, სააგენტოს მიერ გამოცემული , გამორჩეული დიზაინისა და თავგადასავლების მქონე საბავშვო და არამარტო საბავშვო ლიტერატურა და შემეცნებითი ჟურნალები: ჟურნალი „რიწა“ ჟურნალი „იალქანი“ “ბარათები ჩვენი სანაპიროდან“ „ხატულა ლექსები“ „საკოკროჭინო“ შეძენა შეგიძლიათ, როგორც შაქრო ბაბუას წიგნის მაღაზიაში: თბილისი, ჭავჭავაძის 17ბ აგრეთვე შეგიძლიათ[…]

ვრცლად
პარასკევი, der 18. ნოემბერი 2022
by
ქუთაისში, ლიტერატურულ სარდაფში, ჟურნალ “რიწის” ახალი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისში, ლიტერატურულ სარდაფში, ჟურნალ “რიწის” ახალი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. რედაქტორი ქალბატონი ნანა ქარდავა: “ამ ნომრის თემაა “სიმღერა ქუთაისზე”. რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ნომერში საუკეთესო ავტორებს შეხვდებით, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ამ თვალსაჩინო ქალაქში მოღვაწეობენ. ასევე რუბრიკაში “დებიუტი” წაიკითხავთ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო ხასიათის პუბლიცისტიკას. რასაკვირველია მხატვარიც[…]

ვრცლად
სამშაბათი, der 19. აპრილი 2022
by
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალ „რიწის“ 2022 წლის პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალ „რიწის“ 2022 წლის პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული ნომრის ძირითადი გზავნილი მშვიდობის უზენაესობის ჩვენებაა, ხოლო მისი თემაა: „ – არა, ომს!“. ჟურნალი გაფორმებულია ლადო ფოჩხუას ნამუშევრებით, გამოცემაში კი შესულია თანამედროვე ქართველი და აფხაზი მწერლების ნაწარმოებები.[…]

ვრცლად
ორშაბათი, der 4. აპრილი 2022
by
გამოვიდა ჟურნალ „რიწის“ 2022 წლის 1-ლი ნომერი

გამოვიდა ჟურნალ „რიწის“ 2022 წლის 1-ლი ნომერი. გთავაზობთ ჟურნალის რედაქტორის, ქალბატონი ნანა ქარდავას წერილს: ჟურნალი „რიწა“ ლიტერატურული მიმართულებისაა, მაგრამ პოლიტიკურ სათქმელს ხელოვნების ენით ამბობს. მისი მრწამსი უცვლელია: _ მშვიდობა, თქვენდა! _ არა, ომს! ყველა ჩვენი ნომრის ძირითადი თემა სწორედ მშვიდობის უზენაესობის ჩვენებაა. როცა ზარბაზნები ქუხან _ მუზები დუმანო,[…]

ვრცლად
ხუთშაბათი, der 4. ნოემბერი 2021
by
ჟურნალ “რიწის” 2021 წლის მე-2 ნომრის პრეზენტაცია გაიმართა

ჟურნალ “რიწის” 2021 წლის მე-2 ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალის რედაქტორის, ქალბატონი ნანა ქარდავას ინიციატივით “რიწის” პრეზენტაცია აფხაზეთის სულიერების ცენტრში შედგა. ახალი ნომრის ძირითადი თემა ქართული ანბანია, რომლის გარეკანს მოქვის უნიკალური ოთხთავის ფოტო ამშვენებს. ჟურნალის ამ ნომერში მრავლად შეხვდებით ახალგაზრდა ქართველ შემოქმედთა სადებიუტო პუბლიცისტურ, პოეტურ და პროზაულ ნაწარმოებებს. ჟურნალის[…]

ვრცლად
შაბათი, der 12. ივნისი 2021
by
ჟურნალ “რიწის” 2021 წლის 1-ლი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა

12 ივნისს, ჩაის სახლში ჟურნალ "რიწის" 2021 წლის 1-ლი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალის ახალი ნომრის თემაა: ექიმები, რომელშიც ამოიკითხავთ ძალიან საინტერესო მოგონებებს, გზას აფხაზეთიდან კოვიდ პანდემიამდე, ასევე ახალ ნომერში გაეცნობით დებიუტანტ, ახალგაზრდა ავტორებს. შეგახსენებთ, რომ ჟურნალი „რიწა“ 1975 წელს, სოხუმში, ალმანახის ფორმატში, აფხაზეთის ქართველ მწერალთა ინიციატივითა დაარსდა. მოგვიანებით[...]

ვრცლად