დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

სააგენტოს შესახებ

სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო“ წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 26 ნოემბრის N40 დადგენილების  საფუძველზე შეიქმნა.

                 სააგენტოს მიზანია: კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში ქვეყნის ერთიანი პოლიტიკის გაზიარება, სწორი დაგეგმვა, მისი რეალიზების კოორდინაცია, განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა და ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა.

               სააგენტოს საქმიანობა ეყრდნობა მის დებულებას, რომელიც მოიცავს ორ მნიშვნელოვან მიმართულებას: კულტურის და სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა სფეროს. კულტურა და სპორტი დამატებით ღირებულებას სძენს და ხელს უწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას და საზოგადოების კეთილდღეობას.

      სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ მიზნები და ამოცანები, მისი სამოქმედო გეგმა, შესაბამისი მიმართულების მიხედვით, ასე გამოიყურება:

სააგენტოს კულტურული მიმართულება  მიზნად ისახავს  ქართულ-აფხაზური კულტურის განვითარების ხელშეწყობას და მის პოპულარიზაციას; სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვადასხვა ასოციაციასთან და  კავშირებთან კონტაქტის დამყარებას; საზოგადოებრივ-სალიტერატურო ჟურნალ „რიწის“, საყმაწვილო შემეცნებით-ლიტერატურულ ჟურნალ „იალქნის“, ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის წიგნების გამოცემას; კულტურული ღონისძიებების, გამოფენების, პრეზენტაციებისა და შემოქმედებითი საღამოების ორგანიზებას;  დევნილი ბავშვების მუსიკალური, ქორეოგრაფიული განათლების ხელშეწყობასა და საჭირო პირობების შექმნას; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ინტეგრაციას საზოგდოებრივ ცხოვრებაში.

ყოველივე ამის განსახორციელებლად აუცილებელია სააგენტოს შემდეგი ამოცანების გადაჭრა:

  • ქართულ-აფხაზური კულტურის განვითარების ხელშეწყობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ;
  • სახვითი ხელოვნებისა და ფოტოგამოფენების მოწყობა, სახელოვნებო ფესტივალებისა და კონკურსების ორგანიზება;
  • საგამომცემლო საქმიანობის განხორციელება;
  • შემოქმედებითი, სანახაობითი და სხვა შინაარსის ღონისძიებების ორგანიზება;
  • შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა და ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ წარმოჩენა;
  • აფხაზეთის ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისთვის, მათი პოტენციალის რეალიზებისა და საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ, სპორტულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა;

 

              სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულების მიზანია  აფხაზეთში პოპულარული და ტრადიციული სპორტის სახეობების განვითარების ხელშეწყობა;   სპორტსმენთა ოსტატობის ზრდა; აფხაზეთისა და ქვეყნის ძირითადი და ახალგაზრდული ნაკრები გუნდებისათვის პოტენციური რეზერვების გამოვლენა; სააგენტოს სისტემაში არსებული სპორტული მიღწევების გაუმჯობესება; ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და განვითარება; აფხაზეთიდან დევნილი მომავალი თაობის ფიზიკური აღზრდა, გაჯანსაღება, მათი მასიური ჩაბმა სპორტულ სახეობებში; მაღალი რანგის სპორტსმენების მომზადება სპორტის სხვადასხვა სახეობებში, შემდგომში მათი დელეგირება აფხაზეთისა და საქართველოს ნაკრებში. სააგენტოს ამოცანაა აფხაზეთის, საქართველოს ნაკრები გუნდებისათვის და ოლიმპიური თამაშებისთვის კანდიდატების მომზადება.

     სააგენტო წარმართავს არსებული სპორტული ჯგუფებისა და გუნდების სასწავლო-საწვრთნელო მუშაობას (თავისუფალი ჭიდაობა, მძლეოსნობა, ფარიკაობა, კალათბურთი, სამოყვარულო ფეხბურთი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ძალოსნობა, ძიუდო), რომელთა აღზრდა-მომზადებას ემსახურება 12 მწვრთნელი (მათ შორის 5  საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი).

  ყოველივე ამის განსახორციელებლად აუცილებლია სააგენტოს შემდეგი ამოცანების გადაჭრა:

  • სპორტის მიმართულებით საერთაშორისო და შიდა ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობა;
  • ახალგაზრდა პერსპექტიულ სპორტსმენთა ოსტატობის ზრდა, ძირითადი და ახალგაზრდული ნაკრების გუნდებისათვის პოტენციური რეზერვების გამოვლენა;
  • ოლიმპიური თამაშებისთვის, საქართველოს, ევროპის, მსოფლიო ჩემპიონატებზე და პირველობებზე მოზარდების, კადეტთა და ახალგაზრდული ნაკრებებისათვის კანდიდატების მომზადება და სკოლისგარეშე ფიზიკური აღზრდის, ზოგადად სპორტისა და სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა;

 

  • სპორტულ საზოგადოებასთან, ნაკრებ გუნდებთან, ფედერაციებთან, ვეტერან სპორტსმენებთან თანამშრომლობა, ტრენინგ-სემინარების, გამაჯანსაღებელი და შემეცნებითი  სახის ღონისძიებების ჩატარება.  

მოსალოდნელი შედეგები _ ახალგაზრდების შემეცნებითი განვითარების მიზნით, აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანი ადამიანების წარმოჩენა  და მათი შემოქმედების პოპულარიზაცია;   გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენების გამოვლენა. აფხაზეთის ნაკრები გუნდების დაკომპლექტება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში და საქართველოს ჩემპიონატისათვის მომზადება, საქართველოსა და საერთაშორისო ასპარეზობებზე მაღალი სპორტული შედეგების მიღწევა. ჩემპიონატებში, პირველობებში, ტურნირებში გამარჯვებულ და პრიზიორ სპორტსმენთა გამოვლენა, მათი ხელშეწყობა.