დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

იალქანი

1996 წელს დევნილობაში დაარსებულ საყმაწვილო ჟურნალ „იალქანს“, რომელიც, ვინ იცის, კიდევ რამდენი ხნის დაკარგულ აფხაზეთზე აფხაზეთის გარეშე ილაპარაკებს, თავისი გამორჩეული მკითხველი ჰყავს – მოსწავლე ახალგაზრდობა.

„იალქანი“ აფხაზეთის ომის შემდეგ შეიქმნა; შეიქმნა იგი ყმაწვილებისთვის, „ომის შვილებისთვის“ სულიერი და ეროვნული ცნობიერების საზრდოდ; იმიტომ, რომ აფხაზეთის დაკარგვიდან 4 წლის შემდეგ მშობლიური კუთხის დავიწყების საშიში პროცესი უკვე დაწყებული იყო.

როგორც ყველა სხვა საბავშვო თუ საყმაწვილო გამოცემა, „იალქანიც“ არაპოლიტიკურია. ამიტომაც კითხვას, რატომ დაიკარგა აფხაზეთი, ჟურნალი არასოდეს სვამს. მაგრამ მუდმივად მოუთხრობს ყმაწვილებს იმის შესახებ, რომ მათი და მათი მშობლების ქალაქები, სალოცავები, ადგილის დედა, შორს დარჩენილი, ჩვენია, ქართულია, დასაბრუნებელია, უამბობს ქართულ-აფხაზური ურთიერთობის საამაყო წარსულზე, როცა ეს ორი ხალხი ერთად იბრძოდა საერთო მტრის წინააღმდეგ და განურჩეველი მოწიწებით თაყვანს სცემდნენ საერთო სალოცავებში დაცულ ქრისტიანულ სიწმინდეებს.

კომპიუტერულ ეპოქაში, როცა მოზარდი პრაქტიკულად დაცილდა წიგნს და აღმოჩნდა ნიჰილიზმით გაუცხოებულ საზოგადოებაში, „იალქნის“ დანიშნულება განსაკუთრებულია: რაც შეიძლება, მეტი მკითხველი ჰყავდეს ჟურნალს.

„ჩვენდა საბედნიეროდ, მრავალ სასულიერო გამოცემასთან ერთად, ასეთი გამოცემაც ეხმარება ჩვენს ერს ჭეშმარიტი მამულიშვილების აღზრდაში“ – დაწერს „იალქანზე“ დიდი მწერალი გურამ დოჩანაშვილი.
ჟურნალის ავტორები არიან როგორც აფხაზეთის მკვიდრი პოეტები და მწერლები, პუბლიცისტები, ასევე, ცნობილი ქართველი მოღვაწეები, უცხოელი ავტორები.
რუბრიკით „დაფიონი“ ჟურნალში სისტემატურად იბეჭდება შემოქმედებითი უნარით დაჯილდოებული ბავშვების ლექსები, მოთხრობები, თარგმანები, ნახატები. პოლიტიკისგან შორს მდგარი ყმაწვილების მიერ დანახული სამყარო განსაკუთრებით საინტერესოა.

ჟურნალის შემოქმედებითმა კოლექტივმა იზრუნა ყველაზე პატარებისთვის – 2010 წლიდან „იალქანთან“ ერთად გამოდის „აფქიოც“. ეს არის კონა-კრებული სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის, ყველაზე მხიარული და გასართობი გვერდებით.

„იალქნის“ დამაარსებელი და პირველი რედაქტორი (10 წლის განმავლობაში) იყო სოხუმელი – სალომე კაპანაძე, დღეს უკვე წარმატებული მეცნიერი და პედაგოგი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. 2005 წლიდან „იალქნის“ რედაქტორი სოხუმელი ჟურნალისტი – ნანა ჭანტურიაა; მხატვრული რედაქტორი – პოეტი ნუნუ ჯანელიძე; მხატვარი და პასუხისმგებელი მდივანი – პოეტი დალი მუხაძე. ჟურნალის დიზაინერი და დამკაბადონებელია ვახტანგ ზაქარაია.

ხუთშაბათი, der 7. დეკემბერი 2023
by
ჟურნალ „იალქნის“ აფხაზური ზღაპრების კრებულის, „ნუშა და ანიშა“ პრეზენტაცია

ქალაქ თბილისის საკრებულოში ჟურნალ „იალქნის“ აფხაზური ზღაპრების კრებულის, „ნუშა და ანიშა“ პრეზენტაცია გაიმართა. კრებულმა პირველად მოუყარა თავი როგორც კლასიკოსი აფხაზი პოეტებისა და მწერლების ფოლკლორის ცნობილ ზღაპრებს, მითებსა და ლეგენდებს ასევე, თანამედროვე ავტორთა გამორჩეულ ნაწარმოებებს. აფხაზური საბავშვო ლიტერატურის ანთოლოგიამ „ნუშა და ანიშამ“ გააერთიანა 36 აფხაზი შემოქმედის 90-ზე მეტი ნაწარმოები,[…]

ვრცლად
ოთხშაბათი, der 12. ივლისი 2023
by
მწერალთა სახლში ჟურნალ „იალქნის“ ახალი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა

მწერალთა სახლში ჟურნალ „იალქნის“ ახალი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. „იალქანი“ საყმაწვილო ჟურნალია, რომელიც 1996 წლიდან გამოიცემა. წლების განმავლობაში იგი მრავალი მოზარდის საყვარელ გამოცემად იქცა და მასში იბეჭდებიან, როგორც აფხაზეთის მკვიდრი პოეტები და მწერლები, პუბლიცისტები, უცხოელი ავტორები ასევე ბავშვები, მათი ლექსები, მოთხრობები, თარგმანები და ნახატები. ჟურნალი “იალქანი“ აფხაზეთის კულტურის, სპორტის[…]

ვრცლად
ხუთშაბათი, der 22. ივნისი 2023
by
ტური ეროვნულ მუზეუმში

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს პროექტებში მონაწილე ბავშვები და ჟურნალ „იალქნის“ ნორჩი ავტორები, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ. ტურის ფარგლებში, მოანწილეებმა ძველი თბილისისი ისტორიული ადგილებიც მოინახულეს.

ვრცლად
პარასკევი, der 2. ივნისი 2023
by
ვასო გოძიაშვილის პარკში საბავშვო ღონისძიებები განხორციელდა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით ვასო გოძიაშვილის პარკში საბავშვო ღონისძიებები განხორციელდა. ღონისძიების ფარგლებში საბავშვო ლიტერატურის გამოფენა – გაყიდვა გაიმართა, სადაც მონაწიეობა მიიღო აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, საყმაწვილო ჟურნალმა „იალქანი“.

ვრცლად
ოთხშაბათი, der 10. მაისი 2023
by
ჟურნალ „იალქნის“ შეხვედრა წყალტუბოში

წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთის ბიბლიოთეკასა და ოტია იოსელიანის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში, ჟურნალ „იალქნის“ მკითხველებთან შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეებმა ჟურნალის „იალქნი“ და „საკოკროჭინოს“ მიხედვით მინი სპექტაკლი და სხვადასხვა სახის ილუსტრაციები წარადგინეს. შეხვედრის დასასრულს, დევნილ ახალგაზრდებს ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმმა უმასპინძლა. „იალქნის“ მკითხველებთან შეხვედრა ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და აფხაზეთის კულტურის,[…]

ვრცლად
ორშაბათი, der 20. თებერვალი 2023
by
სააგენტოს მიერ გამოცემული ლიტერატურა შაქრო ბაბუას წიგნის მაღაზიაში

სიახლე ექსკლუზიურად, მხოლოდ შაქრო ბაბუას წიგნის მაღაზიაში შეძლებთ შეიძინოთ, სააგენტოს მიერ გამოცემული , გამორჩეული დიზაინისა და თავგადასავლების მქონე საბავშვო და არამარტო საბავშვო ლიტერატურა და შემეცნებითი ჟურნალები: ჟურნალი „რიწა“ ჟურნალი „იალქანი“ “ბარათები ჩვენი სანაპიროდან“ „ხატულა ლექსები“ „საკოკროჭინო“ შეძენა შეგიძლიათ, როგორც შაქრო ბაბუას წიგნის მაღაზიაში: თბილისი, ჭავჭავაძის 17ბ აგრეთვე შეგიძლიათ[…]

ვრცლად
ოთხშაბათი, der 14. დეკემბერი 2022
by
ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ჟურნალ “იალქნის”, “ 25 წლის შემდეგ – შეხვედრა “იალქნის” ავტორებთან” ღონისძიება გაიმართა

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გაიმართა საყმაწვილო ჟურნალ “იალქნის”, “ 25 წლის შემდეგ – შეხვედრა “იალქნის” ავტორებთან”. საღამოს ესწრებოდა იტალიელი ისტორიკოსი და მკვლევარი, ფრანჩესკო ტრეჩი, რომელიც სპეციალურად ჟურნალ „იალქნის“ საიუბილეო შეხვედრისთვის ეწვია საქართველოს. აგრეთვე მისი ინტერვიუ ექსკლუზიურად ჟურნალ „იალქანში“ დაიბეჭდა. ფრაჩესკო ფლორენციელი მკვლევარია, რომელმაც 2015 წელს დაწერა წიგნი საქართველოს[…]

ვრცლად
პარასკევი, der 9. დეკემბერი 2022
by
შეხვედრა “იალქნის” ავტორებთან”

13 დეკემბერს 18:00 საათზე, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გაიმართება საყმაწვილო ჟურნალ “იალქნის”, “ 25 წლის შემდეგ – შეხვედრა “იალქნის” ავტორებთან”. ასევე მოეწყობა მხატვარ დალი მუხაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. დასწრება თავისუფალია.

ვრცლად
პარასკევი, der 2. დეკემბერი 2022
by
სოფელ წერაქვში ჟურნალ “იალქნის” ნორჩ მკითხველთან შეხვედრა გაიმართა

მარნეულის რაიონ სოფელ წერაქვში, მიხეილ ჯავახიშვილის მუზეუმში, ჟურნალ “იალქნის” ნორჩ მკითხველთან შეხვედრა გაიმართა. ახალგაზრდებმა თავისი ნამუშევრები წარადგინეს, რომელიც ჟურნალის შემდეგ ნომერში დაიბეჭდება. შეხვედრის დასასრულს აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტომ მონაწილეებს საჩუქრები გადასცა.

ვრცლად
ხუთშაბათი, der 24. ივნისი 2021
by
საყმაწვილო ჟურნალ „იალქნის“ 2021 წლის 1-ლი ნომრის პრეზენტაცია გამართა

კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით, 24 ივნისს კიკვიძის ბაღში არსებულ მედიათეკაში საყმაწვილო ჟურნალ „იალქნის“ 2021 წლის 1-ლი ნომრის პრეზენტაცია გამართა. ჟურნალის პრეზენტაცია დატვირთული იყო სხვადასხვა სახის შემეცნებითი აქტივობებით: მსახიობმა ნანა ხურითმა და კახა ძაძამიამ შეკრებილ აუდიტორიას, ბავშვებს „იალქანსა“ და „აფქიოში“ გამოქვეყნებული ამონარიდები წაუკითხეს. ასევე 3 დან[...]

ვრცლად