დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი “გუმბათი”

მიუხედავად იმისა, რომ ანსამბლი გუმბათი სულ რამდენიმე წელია არსებობს მათ მოახერხეს მსმენელთა და თაყვანისმცემელთა გულის დაპყრობა.  წლების განმავლობაში ანსამბლი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა სახის საქველმოქმედო ღონისძიებებში, კონცერტებსა და ფესტივალებში. 2019 წელს არტ-გენის ფესტივალში მონაწილეობამ ანსამბლი ფართო საზოგადოებისთვის ცნობადი და საყვარელი გახადა.  გოგონების მიერ სხვადასხვა ქართულ ხალხურ საკრავებზე  შესრულებულმა სიმღერებმა განსაკუთრებული მოწონება, აღტაცება და ოვაციები დაიმსახურა.  სიმბოლური ხასიათისაა ისიც, რომ პირველი ტურნე და სოლო კონცერტი საზღვრისპირა სოფელ რუხში 2019 წელის 23 მაისს „აფხაზეთობის“ დღესასწაულზე შედგა. 

ანსამბლში ისწავლება სხვადასხვა კუთხის ქართული ხალხური სიმღერა, გალობა და ქართულ ხალხურ საკრავებზე დაკვრა ( ფანდური, ჩონგური, ბასფანდური, ჩონგური დაბალი ბანი, ჭუნირი, სალამური, ჭიბონი, დასარტყამი ინსტრუმენტები). 

ანსამბლი „გუმბათი“ 12 ნიჭიერი გოგონასაგან შედგება.  წევრების შერჩევა კი, კონკურსის შედეგად ხორციელდება.