დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

News List
პარასკევი, der 6. აგვისტო 2021
by
მოზარდ მაყურებელთა თეატრმა, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დევნილ მოზარდებს უმასპინძლა

კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით მოზარდ მაყურებელთა თეატრმა, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დევნილ მოზარდებს უმასპინძლა.  დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლს „ალადინი“ აჭარაში მცხოვრები სამოცამდე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა დაესწრო, რომელთაც სპექტაკლის დასრულების შემდგომ კომპანია „კარფურისა“ და „ბიბლუსის“ მიერ სპეციალურად მათთვის მომზადებული საჩუქრები გადაეცათ.

Read More
ხუთშაბათი, der 5. აგვისტო 2021
by
ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ახალგაზრდულ საქმეთა და კულტურის სფეროში, ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელების მხარდაჭერას გულისხმობს!  ჩვენ გვსურს ერთობლივად დავგეგმოთ აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების წახალისებას და სტიმულირებას.  ერთად ახალგაზრდების უკეთესი რეალობისთვის.

Read More
ოთხშაბათი, der 28. ივლისი 2021
by
ლიტერატურული კონკურსი „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო და მწერალთა სახლი აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“. კონკურსის მიზანია მოზარდებში ცნობიერების ამაღლება კონფლიქტის ზონებისა და საქართველოს ოკუპაციიის შესახებ, მათთვის იმის შეხსენება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები ჩვენი თანამოქალაქეები არიან, რომლებთანაც საერთო ისტორიული წარსული გვაკავშირებს.  სოხუმის დაცემიდან სამი ათეული წლის შემდეგაც[...]

Read More
კვირა, der 18. ივლისი 2021
by
„ევროპული არდადეგები“ იმერეთის რეგიონს ეწვია

ევროპული არდადეგები“ იმერეთის რეგიონს ეწვია.  სათაფლიასა და დიდ ჯიხაიშში, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს მორიგი სემინარი ჩაუტარა. სემინარზე ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა და ქართული კულტურა - როგორც საერთო ევროპული ტრადიციისა და ღირებულებების ნაწილი. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი,[...]

Read More