დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

სპორტი
სამშაბათი, der 12. მარტი 2024
by
მიმდინარეობს განაცხადების მიღება „აფხაზეთის სპორტულ და ახალგაზრდულ საქმეთა ღონისძიებების“ ხელშეწყობის პროგრამაზე

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო აცხადებს განაცხადების მიღებას „აფხაზეთის სპორტულ და ახალგაზრდულ  საქმეთა ღონისძიებების“  ხელშეწყობის  პროგრამაზე. პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენების ხელშეწყობას, სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლების/გუნდების ადგილობრივ და საერთაშორისო შეჯიბრებებზე, ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის  მისაღებად დაფინანსება/თანადაფინანსებას, ახალგაზრდული ღონისძიებების-ჩატარება/ხელშეწყობას. პროგრამა ასევე ითვალისწინებს ტურნირების, სხვადასხვა ახალგაზრული[…]

ვრცლად
სამშაბათი, der 27. თებერვალი 2024
by
დაიწყო განაცხადების მიღება „აფხაზეთის სახელით მოასპარეზე გუნდების/კლუბების“ ხელშეწყობის პროგრამაზე

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო აცხადებს განაცხადების მიღებას „აფხაზეთის სახელით მოასპარეზე გუნდების/კლუბების“ ხელშეწყობის პროგრამაზე. ქვეპროგრამა გულისხმობს  იმ სპორტული გუნდების/კლუბების (ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი) ფინანსურ მხარდაჭერას, რომლებიც  აფხაზეთის (აფხაზეთთან დაკავშირებული) სახელით ასპრეზობენ. დაფინანსების მიმღები სუბიექტი  შეიძლება იყოს  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე 2024 წლის 01 იანვრამდე რეგისტრირებული იურიდიული[…]

ვრცლად
ორშაბათი, der 25. დეკემბერი 2023
by
თავისუფალ ჭიდაობაში ამირან მაისურაძისა და შოთა კიკაბიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით, თავისუფალ ჭიდაობაში ამირან მაისურაძისა და შოთა კიკაბიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა. საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს შესაბამისი ხარისხის სიგელები და მედლები გადაეცათ, ხოლო ტურნირის მონაწილე ორი ახალგაზრდა სახელობითი თასით დაჯილდოვდა. სააგენტოს მხრიდან მსგავსი ტურნირების ორგანიზება და მხარდაჭერა მიზნად ისახავს სპორტის სხვადასხვა[…]

ვრცლად
ორშაბათი, der 11. დეკემბერი 2023
by
საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირი „ სოხუმის თასი“

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დინამო თბილისის საკალათბურთო ბაზაზე საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირის, „ სოხუმის თასი“ ფინალური მატჩი გაიმართა. ტურნირში მონაწილეობას, როგორც საქართველოს სხვადასხვა კლუბები ასევე საერთაშორისო მოწვეული გუნდებიც იღებდნენ. ინიციატივა მიზნად ისახავს კალათბურთის პოპულარიზაციას და შემდეგ განვითარებას, აფხაზეთის და ზოაგდად ახალგაზრდა თაობის ჩაბმას[…]

ვრცლად
შაბათი, der 9. დეკემბერი 2023
by
აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენების და დამსახურებული მწვრთნელების დაჯილდოება გაიმართა

„ჰილტონში“ აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენების და დამსახურებული მწვრთნელების დაჯილდოება გაიმართა. მიმდინარე წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ: • ლუკა ღვინჯილია – თავისუფალი სტილით მოჭიდავე; ევროპისა და საქართველოს ჩემპიონი; • ირმა ხეცურიანი – პარამოფარიკავე; მსოფლიო ჩემპიონი ეტლით ფარიკაობაში; • გიორგი ქალდანი – პარაოლიმპიური ძიუდო; ევროპის ჩემპიონი პარა ძუდოში; • საბა ადამია[…]

ვრცლად
პარასკევი, der 3. ნოემბერი 2023
by
ჩოგბურთის ღია ჩემპიონატი, “აფხაზეთის თასი 2023” დაიწყო

მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თბილისში, ჩოგბურთის ღია ჩემპიონატი, “აფხაზეთის თასი 2023” დაიწყო. აფხაზეთიდან დევნილ სპორტსმენებთან ერთად, შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოყვარული ჩოგბურთელებიც.

ვრცლად
ოთხშაბათი, der 25. ოქტომბერი 2023
by
გუნდებისა და კლუბების მხარდაჭერის პროგრამა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალაგზრდულ საქმეთა სააგენტოს, გუნდებისა და კლუბების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ამერიკული ფეხბურთის გუნდი „Sokhumi Warriors“, სპორტული ინვენტარითა და ფორმებით აღიჭურვა.

ვრცლად
პარასკევი, der 13. ოქტომბერი 2023
by
ტურნირი მინი-ფეხბურთში

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, სპორტულ ცენტრ „იმედში“, მინი-ფეხბურთში ტურნირი გაიმართა. შეჯიბრებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების თანამშრომლებისგან შემდგარი გუნდები მონაწილეობდნენ. პირველი ადგილი აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გუნდმა დაიკავა, ხოლო მეორე ადგილზე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდი[…]

ვრცლად
ხუთშაბათი, der 21. სექტემბერი 2023
by
გუნდური ტურნირი ძიუდოში

20 სექტემბერს, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაიმართა, გენო ადამიას ხსოვნისადმი მიძღვნილი გუნდური ტურნირი ძიუდოში. საპრიზო ადგილზე გასულ მონაწილეებს სააგენტომ, თასები და ფულადი ჯილდო გადასცა.

ვრცლად
ოთხშაბათი, der 5. ივლისი 2023
by
საზაფხულო სპორტული შეკრების პარალელურად „ნორჩ ფეხბურთელებს“ შემეცნებითი სახის ტრენინგ-სემინარები უტარდებათ

საზაფხულო სპორტული შეკრების პარალელურად „ნორჩ ფეხბურთელებს“ შემეცნებითი სახის ტრენინგ-სემინარები უტარდებათ. აღნიშნული აქტივობის მიზანია ახალგაზრდებში გუნდის მშენებლობის, კრეატიული აზროვნების და ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამომუშვება, როგორიცაა ლიდერობა, მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება, სოციუმში თვითდამკვიდრება, კარიერული განვითარების სწორი დაგეგმვა და ა.შ.

ვრცლად