0102, თბილისი, საქართველო
ორშაბათი - პარასკევი
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით, ვ. არქანიას არტ-გალერეაში აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენების და დამსახურებული მწვრთნელების დაჯილდოება გაიმართა. აქვე შედგა კრებულის – „აფხაზეთის სპორტული ქრონიკების“ შევსებული გამოცემის პრეზენტაცია, რომელშიც აფხაზეთის 250-ზე მეტი წარმატებული სპორტსმენის ბიოგრაფიაა თავმოყრილი. გამარჯვებულებს ჯილდოები აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ,[…]
Read More
პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობას გავუღრმავოთ ცოდნა აფხაზეთზე, მოვუყვეთ ისტორიულ-კულტურული თუ სოციალური კონტექსტის შესახებ, გავაცნოთ ის ღირებულებები და ფასეულობები, რაც საუკუნეების განმავლობაში ამყარებდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს. ლიტერატურული კონკურსის ინსპირაცია გახდა მწერალ ირაკლი შამათავას მიერ შედგენილი და გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ გამოცემული წიგნი (რედაქტორი: ინა არჩუაშვილი; კონსულტანტი: ირმა ბერიძე; მხატვარ-ილუსტრატორი: მამუკა ტყეშელაშვილი)[…]
Read More
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბორჯომსა და ვაზიანს ჩრდილების სახელმწიფო თეატრი, “ბუდრუგანა-გაგრა” ეწვია. სპექტაკლს, „წელიწადის ოთხი დრო“, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ესწრებოდნენ. მაყურებლებმა, წარმოდგენის დასრულების შემდგომ, ჩრდილების თეატრის მსახიობებთან ერთად მცირე მასტერკლასებიც გაიარეს.
Read More
ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე “ ფინალისტები ცნობილია! ჟიურიმ ფინალური ტურის მონაწილე 10 ახალგაზრდა გამოავლინა: გიორგი კობერიძე; დავით ჭყონია; ელენე ყულიაშვილი; თამარ ბოლქვაძე; თიკა ჯაბნიძე; ლიკა შულაია; ლინა ჯავახაძე; ნინი მანველიძე; ნინო ჯანელიძე; მარიამ არეშიძე; კონკურსის ფინალისტები იმპროვიზაციულ ტურში გადაინაცვლებენ. დაგეგმილ წერით სესიაზე ახალგაზრდები ჟიურის წევრებთან ორ დღეს არაფორმალურ[…]
Read More
ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში, თავისუფალ ჭიდაობაში, ამირან მაისურაძისა და შოთა კიკაბიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა. საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს შესაბამისი ხარისხის სიგელები და მედლები გადაეცათ, ხოლო ტურნირის მონაწილე ორი ახალგაზრდა სახელობითი თასით დაჯილდოვდა. ზემოაღნიშნული ტურნირი აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით, ყოველწლიურად იმართება და მიზნად[…]
Read More