დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

სიახლეები
ხუთშაბათი, der 7. დეკემბერი 2023
by
ჟურნალ „იალქნის“ აფხაზური ზღაპრების კრებულის, „ნუშა და ანიშა“ პრეზენტაცია

ქალაქ თბილისის საკრებულოში ჟურნალ „იალქნის“ აფხაზური ზღაპრების კრებულის, „ნუშა და ანიშა“ პრეზენტაცია გაიმართა. კრებულმა პირველად მოუყარა თავი როგორც კლასიკოსი აფხაზი პოეტებისა და მწერლების ფოლკლორის ცნობილ ზღაპრებს, მითებსა და ლეგენდებს ასევე, თანამედროვე ავტორთა გამორჩეულ ნაწარმოებებს. აფხაზური საბავშვო ლიტერატურის ანთოლოგიამ „ნუშა და ანიშამ“ გააერთიანა 36 აფხაზი შემოქმედის 90-ზე მეტი ნაწარმოები,[…]

ვრცლად
პარასკევი, der 24. ნოემბერი 2023
by
ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, სადაც წარმოდ

ვრცლად
სამშაბათი, der 14. ნოემბერი 2023
by
ჯანო ჯანელიძის საიუბილეო საღამო

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ჯანო ჯანელიძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

ვრცლად
ოთხშაბათი, der 8. ნოემბერი 2023
by
პრემიერა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალაგზრდულ საქმეთა სააგენტოს გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი „გუმბათი“, სანდრო მრევლიშვილის პიესის, „კოლაელ ყრმათა წამება“ პრემიერაში მიიღებს მონაწილეობას. ტრაგედია ერთ მოქმედებად. X საუკუნის ამავე სახელწოდების უცნობი ავტორის მოთხრობის მოტივებზე. 50 -ე საიუბილეო სეზონის, პირველი პრემიერა.

ვრცლად
ორშაბათი, der 6. ნოემბერი 2023
by
ციხისძირში ლიტერატურული კონკურსის “ვილაპარაკოთ აფხაზეთზე” წერითი სესია მიმდინარეობს

ციხისძირში ლიტერატურული კონკურსის “ვილაპარაკოთ აფხაზეთზე” წერითი სესია მიმდინარეობს. კონკურსს ათი ფინალისტი ჰყავს, რომელთა მიერ წერით სესიაზე შექმნილი ლიტერატურული ტექსტები პროექტის დაასკვნით ეტაპზე ერთ წიგნად გამოიცემა. პროექტის მიზანია, ახალგაზრდა თაობას გავუღრმავოთ ცოდნა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მოვუყვეთ მათ ისტორიული, კულტურული თუ სოციალური კონტექსტის შესახებ, გავაცნოთ ის ღირებულებები და ფასეულობები, რაც[…]

ვრცლად
პარასკევი, der 3. ნოემბერი 2023
by
ჩოგბურთის ღია ჩემპიონატი, “აფხაზეთის თასი 2023” დაიწყო

მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თბილისში, ჩოგბურთის ღია ჩემპიონატი, “აფხაზეთის თასი 2023” დაიწყო. აფხაზეთიდან დევნილ სპორტსმენებთან ერთად, შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოყვარული ჩოგბურთელებიც.

ვრცლად
ხუთშაბათი, der 2. ნოემბერი 2023
by
“ამბები აფხაზეთიდან” თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში

“ამბები აფხაზეთიდან” თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლაში. სპიკერი, ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი. საუბრები ისტორიულ წარსულსა და აწმყოზე. შეხვედრის დასასრულს ტრადიციულად ბლიც-ვიქტორინა გაიმართა, ხოლო გამარჯვებულს სააგენტომ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ვრცლად
პარასკევი, der 27. ოქტომბერი 2023
by
პავლუშა (პავლე) კეკუას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, მხატვარ პავლუშა (პავლე) კეკუას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა და ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. გამოფენა 30 ოქტომბერს დასრულდება.

ვრცლად
ოთხშაბათი, der 25. ოქტომბერი 2023
by
გუნდებისა და კლუბების მხარდაჭერის პროგრამა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალაგზრდულ საქმეთა სააგენტოს, გუნდებისა და კლუბების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ამერიკული ფეხბურთის გუნდი „Sokhumi Warriors“, სპორტული ინვენტარითა და ფორმებით აღიჭურვა.

ვრცლად
სამშაბათი, der 24. ოქტომბერი 2023
by
მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა პროექტი სახელწოდებით, „სოციალური მატარებელი“

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალაგზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდში მცხოვრები, დევნილი შშმ ბავშვებისთვის განხორციელდა პროექტი სახელწოდებით, „სოციალური მატარებელი“. პროექტი მიზნად ისახავდა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მოეხდინათ ადაპტირება სოციალურ გარემოში. მათ შეიძინეს ისეთი მნიშვნელოვანი უნარები როგორიცაა, უსაფრთხო გარემოში დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაზრდა, ფუნქციური და სოციალური უნარების დასწავლა[…]

ვრცლად