0102, თბილისი, საქართველო
ორშაბათი - პარასკევი
რუმინეთის საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებიც მონაწილეობს. შეჯიბრის პირველ დღეს, საქართველოს ნაკრების წევრმა, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, აფხაზეთიდან დევნილმა მოასპარეზე ალექსი თოდუამ, 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ვულოცავთ ალექსის საერთაშორისო წარმატებას.
ვრცლად11 აპრილს, მოყვარულთა ფეხბურთის უმაღლესი ლიგის პირველი მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს გუნდები: აფხაზეთი და ტიფლისი დაუპირისპირდნენ. მიუხედავად დაძაბული და სანახაობრივი მატჩისა შეხვედრა ანგარიშით 3:1 ტიფლისის გამარჯვებით დასრულდა.
ვრცლადკულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით 6 აპრილს "სპორტი მშვიდობისა და განვითარებისათვის" სერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის კალათბურთის მასტერკლასი გაიმართა. მასტერკლასი ცნობილმა ქართველმა კალათბურთელებმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა და სერგო ათუაშვილმა ჩაატარეს. მათ ახალგაზრდებს თავის გამოცდილება გაუზიარეს. 2013 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 6 აპრილი[...]
ვრცლადგურჯაანში მიმდინარე საქართველოს პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, აფხაზეთიდან დევნილმა სპორტსმენმა ალექსი თოდუამ, საპრიზო პირველი ადგილი დაიკავა. კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო ულოცავს ალექსის ჩემპიონობას და უსურვებს წარმატებულ სპორტულ კარიერას.
ვრცლადთბილისში ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში კადეტ და იუნიორ მოფარიკავეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა. ჩემპიონატში მონაწილე, აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს: რაპირა გოგონები - I ადგილი იუნიორებსა და კადეტებში : ნატალია ხარაიშვილი. დაშნა ბიჭები - I ადგილი უნიორებში : ლუკა კაჭარავა ხმალი გოგონები - II საპრიზო კატეგორია:[...]
ვრცლადაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ ინიციატივით ნოდარ დარახველიძისა და ვალერი ჯგერენაიას სახელობის კალთბურთის ტურნირი დასრულდა. ტურნირი 13 ოქტომბერს დაიწყო და ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პირველი საპრიზო ადგილი გუნდმა „ზაზამ“ დაიკავა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები „ჰუნდაიმ“ და „სოხუმმა“ გადაინაწილეს.[...]
ვრცლადაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ ინიციატივით ნოდარ დარახველიძისა და ვალერი ჯგერენაიას სახელობის საკალათბურთო ტურნირი დაიწყო. შეჯიბრი 13 ოქტომბერს დაიწყო და 16 ოქტომბერს დასრულდება, მისი მიზანია: კალათბურთის პოპულარიზაცია და შემდეგი განვითარება, აფხაზეთის მოზარდი თაობის ჩაბმა სპორტის ამ სახეობაში და ჯანსაღი[...]
ვრცლადკულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსთან არსებულმა საფეხბურთო გუნდმა "აფხაზეთმა", მოყვარულთა უმაღლეს ლიგაში მერვე თამაში გამართა და თბილისის "ირაოს" დაუპირისპირდა. დაძაბულ ორთაბრძოლაში გუნდმა "აფხაზეთი" თბილისის "ირაო" ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
ვრცლადაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს შორის გამართული უწყებათაშორისი საფეხბურთო ტურნირი დასრულდა. გამარჯვებულ გუნდებს თასი და მედლები გადაეცათ. საპრიზო პირველი ადგილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ დაიკავა. მეორე და მესამე ადგილები კი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა და განათლებისა და კულტურის სამინისტრომ[...]
ვრცლადაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ ინიციატივით მინი ფეხბურთის ტურნირი იმარათება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს შორის უწყებათაშორისი საფეხბურთო ტურნირი დღეს, 22 სექტემბერს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. შეჯიბრს საქართველოს ეროვნული კატეგორიის არბიტრები მსაჯობენ.
ვრცლად