დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

სპორტი
ოთხშაბათი, der 5. ივლისი 2023
by
საზაფხულო სპორტული შეკრების პარალელურად „ნორჩ ფეხბურთელებს“ შემეცნებითი სახის ტრენინგ-სემინარები უტარდებათ

საზაფხულო სპორტული შეკრების პარალელურად „ნორჩ ფეხბურთელებს“ შემეცნებითი სახის ტრენინგ-სემინარები უტარდებათ. აღნიშნული აქტივობის მიზანია ახალგაზრდებში გუნდის მშენებლობის, კრეატიული აზროვნების და ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამომუშვება, როგორიცაა ლიდერობა, მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება, სოციუმში თვითდამკვიდრება, კარიერული განვითარების სწორი დაგეგმვა და ა.შ.

ვრცლად
ორშაბათი, der 3. ივლისი 2023
by
დევნილი ახალგაზრდები ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩს დაესწრნენ

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, იმერეთის რეგონში მცხოვრები 150 დევნილი ახალგაზრდა და საზაფხულო სპორტული შეკრების მონაწილე, „ნორჩი ფეხბურთელები“ ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩს დაესწრნენ. ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალისტი ინგლისის ნაკრები გახდა, რომელმაც პორტუგალია ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ვრცლად
შაბათი, der 1. ივლისი 2023
by
საზაფხულო სპორტული შეკრება დაიწყო!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, დაიწყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი სახელწოდებით, „ნორჩი ფეხბურთელები“. პროექტში მონაწილეობას აფხაზეთიდან დევნილი ოცხადუთი ახალგაზრდა იღებს, რომლებიც 10 დღის განმავლობაში „სფფ – აკადემია რუხიში“ საზაფხულო სპორტული შეკრებაში იღებენ მონაწილეობას, რომელიც უკვე მესამე წელია[…]

ვრცლად
სამშაბათი, der 6. ივნისი 2023
by
მინი ფეხბურთის ტურნირი ფოთში

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მხარდაჭერით, ფოთში მინი ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც მონაწილეობას 80-მდე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა იღებდა. საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს სააგენტომ თასები, მედლები და სპეციალური საჩუქრები გადასცა. ტურნირის დასასრულს კი, კომპაქტური ჩასახლების მიმდებარედ გამწვანების აქცია[…]

ვრცლად
ორშაბათი, der 8. მაისი 2023
by
ასპინძაში აფხაზეთის რაგბის ფესტივალი გაიმართა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ასპინძაში აფხაზეთის რაგბის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც მონაწილეობდნენ, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები და ათი სარაგბო გუნდი. შეკრების პარალელურად ახალგაზრდებმა მოინახულეს ისეთი მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილები, როგორიცაა: ხერთვისის ციხე, ვანის ქვაბები, ვარძიის სამონასტრო კომპლექსი და რაბათის ციხე.[…]

ვრცლად
ოთხშაბათი, der 26. აპრილი 2023
by
საქართველოსა და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი თავისუფალ ჭიდაობაში

ხაშურში მიმდინარე საქართველოს პირველობაზე ჭაბუკთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში, კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, აფხაზეთიდან დევნილმა მოასპარეზე ლუკა ღვინჯილიამ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ლუკა ღვინჯილია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. ვულოცავთ ლუკას გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებულ სპორტულ კარიერას.

ვრცლად
ორშაბათი, der 27. მარტი 2023
by
აფხაზეთის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გაიმართა “აფხაზეთის პირველობა” მაგიდის ჩოგბურთში.

ვრცლად
ორშაბათი, der 20. მარტი 2023
by
საცხენოსნო შეჯიბრება აფხაზეთის პირველობაზე

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთის საცხენოსნო ხალხური თამაშობებისა და საცხენოსნო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, გაიმართა საცხენოსნო შეჯიბრება აფხაზეთის პირველობაზე. საცხენოსნო შეჯიბრების გამართვა მიზნად ისახავს ამ უძველესი სპორტის სახეობის მეტ პოპულარიზაციას ახალგაზრდა თაობებში და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვირდებას.

ვრცლად
ოთხშაბათი, der 21. დეკემბერი 2022
by
აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენები 2022

„გარდენ ჰოლში“ აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენების და დამსახურებული მწვრთნელების დაჯილდოება გაიმართა. სპეციალური კომისიის მიერ მიმდინარე წლის საუკეთესო სპორტსმენებად ძალოსანი – კახი ასანიძე, ძალოსანი – საბა ასანიძე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე – ლუკა ღვინჯილია, პარამოფარიკავე – ირმა ხეცურიანი, მაგიდის ჩოგბურთელი – ანასტასია ჩხარტიშვილი, ძალოსანი – მარიამ მურღვლიანი, ძიუდოისტი – გიორგი[…]

ვრცლად
სამშაბათი, der 1. ნოემბერი 2022
by
თავისუფალ ჭიდაობაში, ამირან მაისურაძისა და შოთა კიკაბიძის სახელობის ტურნირი გაიმართა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით 29-31 ოქტომბერს თავისუფალ ჭიდაობაში, ამირან მაისურაძისა და შოთა კიკაბიძის სახელობის ტურნირი გაიმართა. საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს შესაბამისი ხარისხის სიგელები და მედლები გადაეცათ, ხოლო ტურნირის მონაწილე ორი ახალგაზრდა სახელობითი თასით დაჯილდოვდა. სააგენტოს მხრიდან მსგავსი ტურნირების ორგანიზება და მხარდაჭერა მიზნად ისახავს სპორტის[…]

ვრცლად