0102, თბილისი, საქართველო
ორშაბათი - პარასკევი
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით პროექტ „მე აფხაზეთისთვის“ 2025 წლის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელიც უკვე მეექვსე წელია ხორციელდება. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ღონისძიების მთავარი ჯილდო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს გადაეცა. ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 12 გამორჩეული პირი დაჯილდოვდა, რომლებმაც თავიანთი[…]
ვრცლად
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით და „მშობელთა ხიდის“ ინიციატივით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ინკლუზიური გამოფენა-გაყიდვა „ჩვენი თვალით აღქმული სამყარო“ გაიმართა. გამოფენაზე აფხაზეთიდან დევნილი განსაკუთრებული საჭიროების მქონე 30-მდე ახალგაზრდის მიერ შექმნილი 100-ზე მეტი ხელნაკეთი საშობაო-ფერადი დეკორაციული სუვენირი და ნახატები[...]
ვრცლად
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია, აფხაზეთის შემოქმედებითი კავშირის წევრი მხატვირების ნახატების გამოფენის „აფხაზეთი ფერებში“ გახსნას დაესწრო. გამოფენაზე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა, პირველ მოადგილე სალომე კაპანაძესთან და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორ ავთანდილ ძაგანიასთან ერთად, დევნილი მხატვრები სერტიფიკატებით[...]
ვრცლად
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია აფხაზეთის დამსახურებული მხატვრის, ავთანდილ შენგელიას, საიუბილეო პერსონალური გამოფენის „ჩემი ფერები“ გახსნას დაესწრო. გამოფენაზე ავტორის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, მათ შორის საქართველოში და საზღვარგარეთ შექმნილი მართლმადიდებლური ტაძრების აღდგენის, რესტავრაციისა და მოხატვის უნიკალური ნიმუშები იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ უმაღლესი[...]
ვრცლად
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერითა და „აფხაზეთის კულტურის მოღვაწეთა კავშირი მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის“ თავმჯდომარე ია მაისაიას ორგანიზებით ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ცნობილი სოხუმელი პოეტისა და ჟურნალისტის მარი ჟღენტის საიუბილეო შემოქმედებითი საღამო გაიმართა. მარი ჟღენტი საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრია და სხვადასხვა ჟანრში ოთხი პოეტური კრებული[...]
ვრცლად
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით, კახეთში აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ტური გაიმართა. შემეცნებით ტურში აფხაზეთიდან დევნილმა 50-მდე 18-25 წლის ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც კვეტერას ისტორიული ციხე-ქალაქი და თელავის ისტორიული მუზეუმი მოინახულეს, გაეცნენ ქართული ღვინის 8000-წლიან ისტორიასა და ტრადიციული მეღვინეობის უნიკალურ კულტურას. ღონისძიებას აფხაზეთის კულტურის, სპორტის[...]
ვრცლად
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის დირექტორს კობა გეგიას შეხვდა და აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენების სავარჯიშო სივრცე დაათვალიერა. სპორტული კლუბებისა და გუნდების წარმომადგენლებთან შეხვედრები მიზნად ისახავს ახალგაზრდების საჭიროებების სისტემურ ანალიზს, მათი სპორტული პოტენციალის განვითარებასა და არსებული გამოწვევების საფუძვლიან შესწავლას. აფხაზეთის, კულტურის, სპორტის[...]
ვრცლად
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით კახეთში კულტურულ-შემეცნებითი ტური გაიმართება. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიისა და ტრადიციების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ტურის ფარგლებში მონაწილეები მოინახულებენ კვეტერას ისტორიულ ციხე-ქალაქს, თელავის ისტორიულ მუზეუმს და გაეცნობიან ქართული ღვინის 8000-წლიან ისტორიასა და მეღვინეობის უნიკალურ კულტურას. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 18-25 წლის[…]
ვრცლად
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერითა და კინოცენტრ „ქართული ფილმი-აფხაზეთის“ ორგანიზებით, ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლაში ჩრდილების თეატრის სპექტაკლი ,,წელიწადის ოთხი დრო“ ჩატარდა. სპექტაკლს აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია დაესწრო. სპექტაკლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდებისთვის მოეწყო მასტერკლასი, სადაც მონაწილეებმა საკუთარი[...]
ვრცლად
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ სამეთა სააგენტოს ორგანიზებით და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის ჩართულობით ქალაქ წყალტუბოში პროექტი ,,ფერწერა აფხაზეთიდან” გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სამხატვრო მასტერკლასი მოეწყო, რომელსაც მხატვარი რომეო ლეკვეიშვილი ხელმძღვანელობდა. მონაწილეებმა[...]
ვრცლად