0102, თბილისი, საქართველო
ორშაბათი - პარასკევი
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „გაზაფხულის ფერები“. გალერეაში წარმოდგენილია აფხაზეთიდან დევნილი, ახალგაზრდა ქალბატონების: ლელა შარაბიძის, რიტა შამუგიას და მარიამ ბერძენიშვილის – პერსონალური ნამუშევრები. აღნიშნული გამოფენა მიზნად ისახავს აფხაზეთიდან დევნილი, ხელოვანი ქალების მხარდაჭერას და მათ[…]
ვრცლად
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო აცხადებს განაცხადების მიღებას „აფხაზეთის კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების“ ხელშეწყობის პროგრამაზე. პროგრმა გულისხმობს ისეთი პროექტების ხელშეწყობას, რომლებიც უზრუნველყოფს კულტურის ხელმისაწვდომობას, ქართულ – აფხაზური შემოქმედებითი პროცესების სტიმულირებას, ხელოვანი ადამიანების საქმიანობის პოპულარიზაციას, კულტურის ტრადიციული და ახალი დარგების (საშემსრულებლო, ვიზუალური, შემოქმედებითი მიმართულებების და სხვა…) გაძლიერებას, აფხაზური კულტურის[…]
ვრცლად
ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალბატონები დაჯილდოვდნენ. მონაწილეებს ტრადიციულად აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ზემოაღნიშნული კამპანია ყოველწლიურ სახეს ატარებს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს დევნილ ქალთა ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას.
ვრცლად
ილია ჭავჭავაძის სახელობის მემორიალურ მუზეუმში ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია და პროექტის ფარგლებში შექმნილი ლიტერატერატურული ტექსტების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს პროექტია, რომლის მიზანია ახალგაზრდა თაობას გავუღრმავოთ ცოდნა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მოვუყვეთ მათ ისტორიული, კულტურული თუ სოციალური კონტექსტის შესახებ,[…]
ვრცლად
ციხისძირში ლიტერატურული კონკურსის “ვილაპარაკოთ აფხაზეთზე” წერითი სესია მიმდინარეობს. კონკურსს ათი ფინალისტი ჰყავს, რომელთა მიერ წერით სესიაზე შექმნილი ლიტერატურული ტექსტები პროექტის დაასკვნით ეტაპზე ერთ წიგნად გამოიცემა. პროექტის მიზანია, ახალგაზრდა თაობას გავუღრმავოთ ცოდნა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მოვუყვეთ მათ ისტორიული, კულტურული თუ სოციალური კონტექსტის შესახებ, გავაცნოთ ის ღირებულებები და ფასეულობები, რაც[…]
ვრცლად
ბერი ანდრიას ფონდის ინიციატივით, ქალაქ ზუგდიდში საქველმოქმედო ღონისძიება, „სიცოცხლის ფესტივალი 2023“ გაიმართა. სააგენტოს ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დადიანების სასახლის ეზოში გამართულ საქველმოქმედო ფესტიველზე, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ,,აფხაზეთი“ სოლო კონცერტი გაიმართა.
ვრცლად
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით, 1 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნიუ-ჯერსიში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ქართული კულტურის ცენტრის მიერ გადაღებული კლიპის, „აფხაზეთი საქართველოა“ პრეზენტაცია გაიმართა. პარალელურად ქართული სამოსის გამოფენა მოეწყო, ხოლო[…]
ვრცლად
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალაგზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით, ქვეპროგრამის „ გზავნილი აფხაზეთიდან“ ფარგლებში ქალაქ თბილისში, სოხუმის მოედანზე განსათავსებელი სკულპტურის ესკიზზე ელექტრონული კონკურსი გამოცხადდა, სადაც მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულ, როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირს შეუძლია. წარმოდგენილ განაცხადებს საკონკურსო კომისია განიხილავს, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი დარგის სპეციალისტებით, ვინც პროფესიულად შეაფასებს საკონკურსო[…]
ვრცლად
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერითა და „პლაზმა პლატფორმის“ ინიციატივით სასტუმრო „საქართველოში“ ქორეოგრაფიული სპექტაკლი დაიდგა. დადგმის შინაარსობრივი მიზანი მისივე ლოკაციის, სასტუმრო „საქართველოს“ ისტორიული კონტექსტის ხელმეორედ გააზრებაა, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება ქართულ – აფხაზური ურთიერთობებს. სამნაწილიან ქორეოგრაფიულ წარმოდგენაში „ საღამოს სიმღერა. რა კარგია! Check out” სხეულის ენით გადმოცემულია[…]
ვრცლად
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს პროექტებში მონაწილე ბავშვები და ჟურნალ „იალქნის“ ნორჩი ავტორები, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ. ტურის ფარგლებში, მოანწილეებმა ძველი თბილისისი ისტორიული ადგილებიც მოინახულეს.
ვრცლად