დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

Posts by: csya
ორშაბათი, der 7. ივნისი 2021
by
საქართველოს ჩემპიონატი მოყვარულ ფეხბურთელთა შორის დაიწყო

6 ივნისს, საქართველოს ჩემპიონატი მოყვარულ ფეხბურთელთა შორის დაიწყო. მე-8 ტურში ერთმანეთს მოყვარულთა ფეხბურთის გუნდები: აფხაზეთი და ქიმერიონი დაუპირისპირდნენ. თამაში ფრე, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ვრცლად
კვირა, der 6. ივნისი 2021
by
ზუგდიდში მცოხვრები აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის, ერთდღიანი შემეცნებითი ტური გაიმართა

5 ივნისს კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით, ქალაქ ზუგდიდში მცოხვრები აფხაზეთიდან დევნილი 12-14 წლის ბავშვებისთვის, ერთდღიანი შემეცნებითი ტური გაიმართა.  ლაშქრობა ხობის მუნიციპალიტეტში, კერძოდ პაპანწყვილში შედგა, სადაც სამეგრელოს სკაუტური ორანიზაციის მხარდაჭერით, სხვადასხვა სახის საინტერესო აქტივობები გაიმართა.  აქტივობები მოიცავდა, როგორც პრაქტიკულ ისე თეორიულ ნაწილს. გავლილი ტრენინგების და აქტივობებში[…]

ვრცლად
პარასკევი, der 4. ივნისი 2021
by
მწერალთა სახლში, მკვლევარ ნატო მარშანიას წიგნის„აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ პრეზენტაცია გაიმართა

4 ივნისს მწერალთა სახლში, მკვლევარ ნატო მარშანიას წიგნის„აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი, ,,კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტომ“ 2020 წელს გამოსცა: ქართულ და ინგლისური ენებზე. 26 ოქტომბერს აფხაზეთის ეროვნული მთავრობის პირველ თავმჯდომარეს (1919 -1921), საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრს დიმიტრი(არზაყან) ემუხვარს დაბადებიდან 140 წელი შეუსრულდა. მან დიდი როლი[...]

ვრცლად
ოთხშაბათი, der 2. ივნისი 2021
by
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნორჩი მხატვრის, თათული თორდიას ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი ნორჩი მხატვრის, თათული თორდიას და მისი პედაგოგის, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ნატა ჩაჩავას ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. გამოფენა 1 ივნისს გაიხსნა და სამი[…]

ვრცლად
კვირა, der 30. მაისი 2021
by
აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში

29 მაისს, ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში გამართულ, აფხაზეთის ღია პირველობაზე ფარიკაობაში, საპრიზო პირველი ადგილი კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქემთა სააგენტოს, აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა მოიპოვეს. ხმალი – გოგონები: I ადგილი: ანასტასია ცანავა, აფხაზეთი დაშნა ბიჭები – I ადგილი: ლუკა კაჭარავა, აფხაზეთი ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ 10, 12 და 15[…]

ვრცლად
ხუთშაბათი, der 27. მაისი 2021
by
არტ-თერაპია აფხაზეთის ომის გმირების ოჯახის წევრებისათვის

26 მაისს, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და თბილისი არტტენტის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება : ,,არტ-თერაპია აფხაზეთის ომის გმირების ოჯახის წევრებისათვის“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში რუსუდან გოცირიძესთან ერთად , არტტენტის საბავშვო სახელოსნოში ხატვის მასტერკლასები მოეწყო, ასევე გაიმართა დოკუმენტური ფოტო-გამოფენა ,,გზა დამოუკიდებლობისაკენ’’ სადაც, მონაწილეობას იღებდნენ აფხაზეთის ომში დაღუპულთა[…]

ვრცლად
ხუთშაბათი, der 27. მაისი 2021
by
გამოვიდა ჟურნალ „რიწის“ 2021 წლის 1-ლი ნომერი

გამოვიდა ჟურნალ „რიწის“ 2021 წლის 1-ლი ნომერი. გთავაზობთ რედაქტორის, ნანა ქარდავას წერილს: ნომრის თემაა ,,ექიმები და არამხოლოდ”, ამიტომაც ავტორები ძირითადად ექიმები არიან. დებიუტის რუბრიკაში იბეჭდებიან ახალგაზრდა ავტორები. ბევრია მკითხველთათვის კარგად ცნობილი ავტორი, ბევრიც პირველად იბეჭდება. ნომერში საინტერესო მხატვრობაა და ძალიან საინტერესო პუბლიცისტიკა, პროზა არ დაგტოვებთ გულგრილს. პოეზიაში განსაკუთრებით[…]

ვრცლად
სამშაბათი, der 25. მაისი 2021
by
ევროპის ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდში

20-23 მაისს უკრაინაში, ლუცკში   ძალისმიერ სამჭიდში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობდა. კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით, ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა საქართველოს ნაკრების წევრი, აფხაზეთიდან დევნილი ნიკოლოზ პერტაია, რომელმაც პირველი, საპრიზო ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.        

ვრცლად
შაბათი, der 22. მაისი 2021
by
კაჭრეთში „აფხაზეთის თასზე“ საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართა

აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით კაჭრეთის „ამბასადორის“ საცხენოსნო კლუბის ბაზაზე „აფხაზეთის თასზე“ საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართა. ტურნირი ყოველწლიურად იმართება და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოწვეულ სპორტსმენებთან ერთად აფხაზეთიდან დევნილი მხედრებიც მონაწილეობენ. პირველი ადგილის მფლობელი აფხაზეთიდან დევნილი თეონა ლაშხია გახდა, შეჯიბრის გამარჯვებულებს, ასევე, თასები და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ. ღონისძიების ფარგლებში, საცხენოსნო შეჯიბრის[...]

ვრცლად
პარასკევი, der 21. მაისი 2021
by
მზიურის ამფითეატრში ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“ გაიმართა

„კადრები აფხაზეთიდან“ ფოტოგამოფენით 20 მაისს, მზიურის პარკში „აფხაზეთობის“ კვირეული გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ომამდელი აფხაზეთის ქალაქების ულამაზესი პეიზაჟები ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ამსახველი ეპიზოდებით. ღონისძიების ფარგლებში მზიურის ამფითეატრის სცენაზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“, აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის საგუნდო კაპელისა და აფხაზეთის გოგონათა ფოლკლორულ ანსამბლ „გუმბათის“ მონაწილეობით[...]

ვრცლად