0102, თბილისი, საქართველო
ორშაბათი - პარასკევი
კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერითა და აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის ინიციატივით 16-17 ოქტომბერს ხონისა და წყალტუბოს კომპაქტურ ჩასახლებებში “უბნის ჩემპიონატი” გაიმართა. აღნიშნული ტურნირი მიზნად ისახავდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მაგიდის ჩოგბურთის, როგორც მასობრივი სპორტის სახეობის პოპულარიზაციას.
ვრცლად
14 ოქტომბერს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სამხატვრო მასტერკლასი გაიმართა. ახალგაზრდები თბილისის ბოტანიკურ ბაღს ეწვივნენ და ქართველ მხატვარ მარიამ აქუბარდიასთან ერთად ფერწერულ ნამუშევრები შექმნეს. პროექტი ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ის უკვე მეორე წელია ტარდება. მონაწილეების მიერ შესრულებული ფერწერული[…]
ვრცლად
ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე “ ფინალისტები ცნობილია! ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ სამკაციანმა ჟიურიმ, რომლის წევრებიც იყვნენ მწერლები შორენა ლებანიძე, ნინო სადღობელაშვილი და ირაკლი შამათავა ფინალური ტურის მონაწილე 10 მოსწავლე გამოავლინა: 1. თათია ინჯგია; 2. ლიზი ჯავახაძე; 3. ონისე თირქია; 4. მარიამ დარციმელია; 5. ანა შეწირული; 6. ქეთევან ხუნწარია;[…]
ვრცლად
ბათუმში აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტის „ევროპული არდადეგები“ მორიგი ღონისძიება გაიმართა. პროექტის ფარგლებში ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ და აფხაზეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს ერთდღიანი სემინარი ჩაუტარდათ. სემინარზე ისაუბრეს ნატოსა და ევროკავშირის მნიშვნელობაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ კავშირში გაერთიანების მნიშვნელობაზე, ქვეყნის ევროპულ[…]
ვრცლად
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახლაგზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, 25 სექტემბერს აფხაზეთის ღია პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გაიმართა. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ მოჭიდავეები მთელი საქართველოდან. საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები შესაბამისი ხარისხის სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ. პირველ ადგილზე გასულ სპორტსმენებს გადაეცათ თასები, ასევე დასახელდა საუკეთესო ტექნიკური[…]
ვრცლად
პროექტი „ევროპული არდადეგები“ გრძელდება! შეხვედრა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა, სადაც მონაწილეობას ბათუმში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები იღებდნენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა ახალგაზრდებთან ერთად ისეთ მნიშვნელოვან[…]
ვრცლად
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და საკალათბურთო კლუბ „ცხუმ-აფხაზეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მრავალი ერთობლივი პროექტი განხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, აგრეთვე სპორტის ამ სახეობასთან დაკავშირებით ცნობადობის გაზრდას და მათ მაქსიმალურ ჩართვს სხვადასხვა სახის ტურნირებსა[…]
ვრცლად
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი “ქსოვილის ახალი სიცოცხლე”, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აფხაზეთიდან დევნილ, 18-დან 55 წლამდე ასაკის პირებს. პროექტის მონაწილეები შეისწავლიან ქვილთის სხვადასხვა ტექნიკას. სასწავლო პროცესს გაუძღვება ტექსტილის მხატვარ-დიზაინერი ეკატერინე გეგუჩაძე. პროექტის ხანგრძლივობაა 4- 29 სექტემბრი. პროექტში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ განაცხადის[…]
ვრცლად
ფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმმა აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს უმასპინძლა. მუზეუმში ღირშესანიშნაობების დათვალიერებამდე თეატრთმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ მოზარდებს ქალაქის ტური მოუწყო, სადაც ისაუბრეს, როგორც ბათუმის მნიშნელობასა და განვითარების ეტაპებზე, აგრეთვე სოხუმის თეატრის როლზე კულტურის სფეროს განვითარებაში. მუზეუმის დათვალიერების შემდგომ კულტურის, სპორტის და[...]
ვრცლად
კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით მოზარდ მაყურებელთა თეატრმა, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დევნილ მოზარდებს უმასპინძლა. დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლს „ალადინი“ აჭარაში მცხოვრები სამოცამდე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა დაესწრო, რომელთაც სპექტაკლის დასრულების შემდგომ კომპანია „კარფურისა“ და „ბიბლუსის“ მიერ სპეციალურად მათთვის მომზადებული საჩუქრები გადაეცათ.
ვრცლად