0102, თბილისი, საქართველო
ორშაბათი - პარასკევი
20 სექტემბერს, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაიმართა, გენო ადამიას ხსოვნისადმი მიძღვნილი გუნდური ტურნირი ძიუდოში. საპრიზო ადგილზე გასულ მონაწილეებს სააგენტომ, თასები და ფულადი ჯილდო გადასცა.
ვრცლად
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით, 1 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნიუ-ჯერსიში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ქართული კულტურის ცენტრის მიერ გადაღებული კლიპის, „აფხაზეთი საქართველოა“ პრეზენტაცია გაიმართა. პარალელურად ქართული სამოსის გამოფენა მოეწყო, ხოლო[…]
ვრცლად
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალაგზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით, ქვეპროგრამის „ გზავნილი აფხაზეთიდან“ ფარგლებში ქალაქ თბილისში, სოხუმის მოედანზე განსათავსებელი სკულპტურის ესკიზზე ელექტრონული კონკურსი გამოცხადდა, სადაც მონაწილეობის მიღება ყველა დაინტერესებულ, როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირს შეუძლია. წარმოდგენილ განაცხადებს საკონკურსო კომისია განიხილავს, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამისი დარგის სპეციალისტებით, ვინც პროფესიულად შეაფასებს საკონკურსო[…]
ვრცლად
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს გოგონათა ფოლკლორულმა ანსამბლმა „გუმბათი“ სოფელ წერაქვში, საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში, „ერთიანი კავკასია“ – „ONE CAUCASUS” მიიღო მონაწილეობა. „ONE CAUCASUS“ – უმსხვილესი უსასყიდლო ინტერდისციპლინური ფესტივალია, რომელმაც 2014 წლიდან, მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან, ათასობით მონაწილეს და 500-ზე მეტ მუსიკოსს უმასპინძლა.
ვრცლად
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი “გუმბათი” მსმენელის წინაშე, ტრადიციულად არტ-გენის ფესტივალზე წარსდგა. ანსამბლის მიერ სხვადასხვა ქართულ ხალხურ საკრავებზე შესრულებულმა სიმღერებმა მსმენელის განსაკუთრებული მოწონება, აღტაცება და ოვაციები დაიმსახურა.
ვრცლად
პროექტი „ევროპული არდადეგები“ დასრულდა. დახურვის ცერემონიაზე ახალგაზრდებს სიტყვით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პროექტების მართვისა და დონორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარიამ გიგაურმა და შაორის ახალგზარდული ბანაკის ხელმძღვანელმა ანა ბუხრაშვილმა მიმართეს.[…]
ვრცლად
რაჭაში მიმდინარე, პროექტის „ევროპული არდადეგები“ მონაწილე აფხაზეთიდან დევნილ 100-მდე ახალგაზრდას, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სემინარები ჩაუტარდათ. ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებს სემინარები ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა ნათია გვენეტაძემ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროკავშირის დახმარებისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა[…]
ვრცლად
პროექტის ფარგლებში, ბანაკის მეორე დღეს, მონაწილეებს სქილვილ (skillwill) აკადემიის, დირექტორმა გიორგი გიორგაძემ ახალგაზრდებს ისეთ თემებზე ესაუბრა, როგორიცაა: რომელია მომავლის პროფესიები და რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროფესიების დაუფლება დღევანდელ ტექნოლოგიურ და ციფრულ სამყაროში. მომავლის პროფესიებს შორის დღესდღეობით რამდენი მიმართულება განიხილება და ამ მხრივ რა როლი აქვს პროგრამირებას, ციფრულ მარკეტინგსა თუ[…]
ვრცლად
პროექტი “ევროპული არდადეგები“ საზეიმოდ გაიხსნა. გახსნაზე ახალგაზრდებს ბანაკის ხელმძღვანელებმა მიმართეს და ბანაკის პროგრამა გააცნეს. აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ხელმძღვანელმა ლიკა კვარაცხალიამ პროექტის “ევროპული არდადეგები” ფარგლებში ახალგაზრდებისთვის გახსნილ შესაძლებლობებსა და დასავლური ინტეგრაციის თემებზე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ინფორმირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. გახსნის ცერემონია სახალისო აქტივობებითა და საცეკვაო ნომრებით[…]
ვრცლად
22-26 ივლისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ახალგაზრდობის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით, რაჭაში პროექტი “ევროპული არდადეგები“ გაიმართება. პროექტში მონაწილეობას აფხაზეთიდან დევნილი 100-მდე ახალგაზრდა იღებს. „ევროპული არდადეგები“ უკვე მეოთხე წელია ხორციელდება[…]
ვრცლად