დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

პროგრამაზე ,,სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა ინიციატივებზე” განაცხადების მიღება გრძელდება
ოთხშაბათი, der 17. სექტემბერი 2025
by

პროგრამაზე ,,სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა ინიციატივებზე” განაცხადების მიღება გრძელდება

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოში პროგრამაზე “სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძებათა ინიციატივები” განაცხადების მიღება გრძელდება.

პროგრამის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ჩართვა სპორტის ინდივიდუალურ და გუნდურ სახეობებში, მათი მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებსა და ჩემპიონატებში (ევროპის, მსოფლიო, ოლიმპიური თამაშები და სხვა), ასევე ახალგაზრდული შეჯიბრებების, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელება.

დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადის შეტანა შეუძლიათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს.

დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია:

🔗 სააგენტოს ოფიციალურ პორტალზე – https://www.csya.ge/programs/
🔗 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პორტალზე – https://portal.abkhazia.gov.ge

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ხელმოწერილი განაცხადი უნდა წარადგინოთ მისამართზე:
📍 თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქუჩა N68, მე-5 სართული;

ელექტრონული ხელმოწერის შემთხვევაში გამოაგზავნოთ მეილზე:
📧 Info@csya.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ცხელ ხაზს: 143

Share: