ელენე ქობალიამ საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის კლუბ ,,ცხუმი“-ს წევრმა ელენე ქობალიამ საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო ელენე ქობალიას ულოცავს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.
ტურნირი Riga City Council’s Cup რიგაში ლატვიის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზებით U12 გოგონებსა და ბიჭებს შორის გაიმართა, სადაც საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის მხარდაჭერით აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის წევრები მონაწილოებდნენ.