დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

Posts by: csya
ორშაბათი, der 24. ივნისი 2024
by
ლიტერატურული კონკურსი „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ იწყება!

ლიტერატურული კონკურსი „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ იწყება! ლიტერატურული კონკურსი  „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს პროექტია, რომელიც წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად, მეოთხედ განხორციელდება. პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობას გავუღრმავოთ ცოდნა  აფხაზეთზე, მოვუყვეთ ისტორიულ-კულტურული თუ სოციალური კონტექსტის შესახებ, გავაცნოთ ის ღირებულებები და ფასეულობები, რაც საუკუნეების განმავლობაში[…]

ვრცლად
ორშაბათი, der 17. ივნისი 2024
by
ასპინძაში აფხაზეთის რაგბის ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ასპინძაში აფხაზეთის რაგბის ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც მონაწილეობა 300 -მდე სპორტსმენმა მიიღო, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა. შეკრების პარალელურად მონაწილეებმა მოინახულეს ისეთი მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილები, როგორიცაა: ხერთვისის ციხე, ვანის ქვაბები, ვარძიის სამონასტრო კომპლექსი[…]

ვრცლად
ორშაბათი, der 10. ივნისი 2024
by
წყნეთში დევნილთა კომპაქტური დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე საფეხბურთო ტურნირი გაიმართა

წყნეთში დევნილთა კომპაქტური დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა პროექტი სახელწოდებით, „სუფთა გარემო – ჯანსაღი ცხოვრება“, სადაც მონაწილეობა აფხაზეთიდან დევნილმა 40-მდე ახალგაზრდამ მიიღო. ღონისძიება მოიცავდა სხვადასხვა სახის საინტერესო აქტივობებს, მათ შორის მინი ფეხბურთის ტურნირს. ტურნირის შემდგომ ახალგაზრდებმა ტყის მასივი ეკოსისტემისათვის საზიანო ნარჩენებისგან დაასუფთავეს. საყმაწვილო ჟურნალ „იალქნის“ სარედაქციო ჯგუფმა ტურნირის მონაწილეებსა[…]

ვრცლად
ოთხშაბათი, der 5. ივნისი 2024
by
აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალების ხელნაკეთი ნივთებისა და პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით რიყის პარკში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალების ხელნაკეთი ნივთებისა და პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო სააგენტოს მიერ გამოცემული სხვადასხვა სახის ლიტერატურა. ღონისძიება აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროების თანაორგანიზებით გაიმართა, რომელიც[…]

ვრცლად
კვირა, der 2. ივნისი 2024
by
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დედაენის ბაღში საბავშვო ღონისძიებები განხორციელდა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით დედაენის ბაღში საბავშვო ღონისძიებები განხორციელდა. ღონისძიების ფარგლებში საბავშვო ლიტერატურის გამოფენა – გაყიდვა გაიმართა, სადაც მონაწიეობა მიიღო აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, საყმაწვილო ჟურნალმა „იალქანი“.

ვრცლად
ორშაბათი, der 20. მაისი 2024
by
მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ფარიკაობაში აფხაზეთის ღია პირველობა გაიმართა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 17-19 მაისს ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში, გაიმართა აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში. ტურნირის ფარგლებში გაიმართა შეჯიბრი: ხმალში, რაპირა, დაშნა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ 10, 12 და 15 წლამდე ასაკის გოგონები და ვაჟები. აღსანიშნავია ისიც, რომ ტურნირში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა[…]

ვრცლად
ორშაბათი, der 15. აპრილი 2024
by
დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამწვანების აქცია გაიმართა

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოფელ ვაზიანის მე-2 საჯარო სკოლაში გამწვანების აქცია გაიმართა. აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანის საჯარო სკოლაში გამწვანების აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა, როგორც აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდებმა, ასევე[…]

ვრცლად
ორშაბათი, der 8. აპრილი 2024
by
მიმდინარეობს განაცხადების მიღება „საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობის“ პროგრამაზე

მიმდინარეობს განაცხადების მიღება „საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობის“ პროგრამაზე. ქვეპროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის თემაზე შექმნილი მხატვრული ლიტერატურის, პუბლიცისტური კრებულების, საისტორიო-სამეცნიერო ნაშრომების, კატალოგების, ხელოვნების სფეროს (მხატვრობა, ქორეოგრაფია, თეატრი…) წარმომადგენლებზე მომზადებულ მხატვრულ თუ დოკუმენტური წიგნების გამოცემის ხელშეწყობას. პროგრამის მიზანია – გამოიცეს აფხაზეთის თემაზე ახალი, საინტერესო, აქტუალური და მრავალფეროვანი ლიტერატურა. ხელი შეეწყოს ახალბედა ავტორებს[…]

ვრცლად
ხუთშაბათი, der 4. აპრილი 2024
by
მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის უფროსმა თაობამ ხელოვნების მეშვიდე ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის უფროსმა თაობამ რეზო ბულიას სახელობის ხელოვნების მეშვიდე ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქალაქ ზუგდიდში გაიმართა. ფესტივალში, როგორც ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლები, აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ხელოვანები იღებდნენ მონაწილეობას.

ვრცლად
ხუთშაბათი, der 21. მარტი 2024
by
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით არტ-გალერეაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ნამუშევრების გამოფენა გაიამრთა

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ სქმეთა სააგენტოს ინიციატივით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ნამუშევრების გამოფენა გაიამრთა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრის მოსწავლეთა, ფერწერული და მოზაიკური ნამუშევრები.

ვრცლად