დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

Posts by: csya
სამშაბათი, der 15. ოქტომბერი 2024
by
მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ანსამბლის „აფხაზეთი“ სოლო კონცერტი გაიმართა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდში, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „აფხაზეთი“ სოლო კონცერტი გაიმართა. დასი მაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამით, „ქორეონიკონი“ წარდგა, რომელიც მოიცავს როგორც ცეკვებს, ასევე მუსიკალურ ნომრებს ბენდისა და მომღერლების შესრულებით.

ვრცლად
ორშაბათი, der 7. ოქტომბერი 2024
by
თბილისობის ღონისძიების ფარგლებში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში “აფხაზური ეზო” მოეწყო

თბილისობის ღონისძიების ფარგლებში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში “აფხაზური ეზო” მოეწყო. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში[…]

ვრცლად
ხუთშაბათი, der 26. სექტემბერი 2024
by
„ამბები აფხაზეთიდან” კერძო სკოლა „ქორალს“ ეწვია

პროექტი სახელწოდებით „ამბები აფხაზეთიდან“, რომელიც აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით უკვე მესამე წელია მიმდინარეობს, კერძო სკოლა „ქორალს“ ეწვია. შეხვედრის ფარგლებში, ისტორიკოსმა სიმონ მასხარაშვილმა და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, ისტორიული და კულტურული კონტექსტი. აღნიშნული აქტივობის მიზანია, საერთო[…]

ვრცლად
ოთხშაბათი, der 31. ივლისი 2024
by
შაორის ბანაკმა აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს უმასპინძლა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, შაორის ბანაკმა აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს უმასპინძლა. ბანაკის დახურვის ცერემონიაზე ახალგაზრდებს სიტყვით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ[…]

ვრცლად
ორშაბათი, der 29. ივლისი 2024
by
ექსკლუზიურად ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში

1-ლი აგვისტოდან ჟურნალი “რიწა”, ექსკლუზიურად ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში. ჟურნალის შეძენას შეძლებთ მაღაზიათა ქსელ “ბიბლუსის” შემდეგ ფილიალებში: სითი მოლი საბურთალო; თბილისი, კანდელაკის #7; გალერია თბილისი;

ვრცლად
შაბათი, der 27. ივლისი 2024
by
სამდღიან ლაშქრობა ძამას ხეობაში

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატთან ერთად ახორციელებს პროექტს სახელწოდებით, „სუფთა გარემო – ჯანსაღი ცხოვრება“. პროექტის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი 50-მდე ახალგაზრდა ძამას ხეობაში სამდღიან ლაშქრობაში მიიღებს მონაწილეობას. ლაშქრობა მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს და საინტერესო შემეცნებით აქტივობებს, როგორც პრაქტიკულ ასევე[…]

ვრცლად
ხუთშაბათი, der 18. ივლისი 2024
by
განახლებული ჟურნალ „რიწის“ სპეციალური, ქართულ-ინგლისურენოვანი ნომერის პრეზენტაცია გაიმართა

თიბისი კონცეპტში განახლებული ჟურნალ „რიწის“ სპეციალური, ქართულ-ინგლისურენოვანი ნომერის პრეზენტაცია გაიმართა. აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ჟურნალ “რიწის“ ახალი, ორენოვანი ნომერი გამორჩეულია თავისი შინაარსობრივი თუ ვიზუალური თვალსაზრისით და მკვეთრად განსხვავდება დღემდე გამოცემული სხვა ნომრებისგან. ჟურნალი მრავალფეროვანია როგორც თემატურად, ისე ჟანრობრივად, არის ფერადი, მასში განთავსებულ მასალათა უმეტესობა კი[…]

ვრცლად
ოთხშაბათი, der 17. ივლისი 2024
by
ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ეწვია

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი ეწვია სპექტაკლით, „პინოქიო“. ჩვენება, ჭუბერში, ბეჩოში, უშგულსა და მესტიაში გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები და შშმ პირები ესწრებოდნენ. წარმოდგენის დასასრულს კარლო კოლოდის შემოქმედებასთან[…]

ვრცლად
სამშაბათი, der 2. ივლისი 2024
by
სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებს უპასუხა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა, ლიკა კვარაცხელიამ ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებს უპასუხა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა, ლიკა კვარაცხელიამ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. სააგენტოს დირექტორმა დაწვრილებით ისაუბრა განხორციელებულ თუ მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო საქმიანობის მნიშვნელოვანი ასპექტები[…]

ვრცლად
პარასკევი, der 28. ივნისი 2024
by
უწყებათაშორისი საფეხბურთო ტურნირი დასრულდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს შორის გამართული უწყებათაშორისი საფეხბურთო ტურნირი დასრულდა. საპრიზო პირველი ადგილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ მოიპოვა. მეორე და მესამე ადგილები კი, ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა დაიკავა. საფეხბურთო ტურნირი სამი დღის განმავლობაში[…]

ვრცლად