დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

Posts by: csya
ხუთშაბათი, der 22. აპრილი 2021
by
საქართველოს პირველობა თავისუფალ ჭიდაობაში

ხაშურში მიმდინარე საქართველოს პირველობაზე ჭაბუკთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში, კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, აფხაზეთიდან დევნილმა მოასპარეზე ლუკა ღვინჯილიამ მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.  ვულოცავთ ლუკას გამარჯვებას.

ვრცლად
სამშაბათი, der 20. აპრილი 2021
by
იური ძიძიგურის სახელობის კალათბურთის ტურნირი დაიწყო

დღეს ვერის საკალათბურთო დარბაზში, იური ძიძიგურის სახელობის კალათბურთის ტურნირი დაიწყო. აფხაზეთის ღია პირველობა კალათბურთში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და გამარჯვებულ გუნდებს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო სპეციალურ საჩუქრებს გადასცემს.

ვრცლად
შაბათი, der 17. აპრილი 2021
by
რუმინეთის საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებიც მონაწილეობს

რუმინეთის საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებიც მონაწილეობს. შეჯიბრის პირველ დღეს, საქართველოს ნაკრების წევრმა, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, აფხაზეთიდან დევნილმა მოასპარეზე ალექსი თოდუამ, 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ვულოცავთ ალექსის საერთაშორისო წარმატებას.

ვრცლად
ორშაბათი, der 12. აპრილი 2021
by
მოყვარულთა ფეხბურთის უმაღლესი ლიგის პირველი მატჩი გაიმართა

11 აპრილს, მოყვარულთა ფეხბურთის უმაღლესი ლიგის პირველი მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს გუნდები: აფხაზეთი და ტიფლისი დაუპირისპირდნენ. მიუხედავად დაძაბული და სანახაობრივი მატჩისა შეხვედრა ანგარიშით 3:1 ტიფლისის გამარჯვებით დასრულდა.

ვრცლად
სამშაბათი, der 6. აპრილი 2021
by
„კავკასიურ სახლში“, მწერალ ნანა ქარდავას წიგნის: „ტფილისის აფხაზი გუბერნატორი“, პრეზენტაცია გაიმართა

6 აპრილს „კავკასიურ სახლში“, მწერალ ნანა ქარდავას წიგნის: „ტფილისის აფხაზი გუბერნატორი“, პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ეთნიკურად აფხაზ გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძეს შეეხება, რომელიც 1883 წელს თბილისის ვიცე-გუბერნატორად, ხოლო 1889 წელს გუბერნატორად ინიშნება. გიორგი შერვაშიძემ ამ თანამდებობაზე რვა წელი დაჰყო და დედაქალაქის კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. გამოცემა დედაქალაქის მერიის[...]

ვრცლად
სამშაბათი, der 6. აპრილი 2021
by
სპორტი მშვიდობისა და განვითარებისათვის სერთაშორისო დღე

კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით 6 აპრილს "სპორტი მშვიდობისა და განვითარებისათვის" სერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის კალათბურთის მასტერკლასი გაიმართა. მასტერკლასი ცნობილმა ქართველმა კალათბურთელებმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა და სერგო ათუაშვილმა ჩაატარეს. მათ ახალგაზრდებს თავის გამოცდილება გაუზიარეს. 2013 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 6 აპრილი[...]

ვრცლად
სამშაბათი, der 6. აპრილი 2021
by
ამ წელირით ვემშვიდობებით ბატონ გურამ დოჩანაშვილს

თანამედროვე ქართული ლიტერატურის კორიფე გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბატონი გურამის ნაწარმოებებისა თუ წერილების ეკსკლუზიურად დაბეჭდვას ნებისმიერი გამომცემლობა თუ ჟურნალ-გაზეთი ისურვებდა (ინატრებდა კიდეც). 2010 წელს ბატონ გურამს ჩვენი ჟურნალი "იალქანი" წაუკითხავს და ჩვენდა მოულოდნელად და გასახარად წერილიც გამოგვიგზავნა. ამ წელირით ვემშვიდობებით ბატონ გურამს, რომელსაც დღეს საბურთალოს სასაფლაოზე[...]

ვრცლად
კვირა, der 21. მარტი 2021
by
პროექტი “მოდა საზღვრების გარეშე”

21 მარტი 2011 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოში. 2021 წელს 21 მარტის მსოფლიო გზავნილია #ჩვენვაკავშირებთ. პანდემიამ თითოეულ ჩვენგანს ნათლად დაგვანახა თუ რამდენად მნიშნელოვანია კავშირი საზოგადოების[...]

ვრცლად
პარასკევი, der 12. მარტი 2021
by
კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, აფხაზეთის სახელით მოასპარეზე ალექსი თოდუა საქართველოს ჩემპიონი გახდა

გურჯაანში მიმდინარე საქართველოს პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, აფხაზეთიდან დევნილმა სპორტსმენმა ალექსი თოდუამ, საპრიზო პირველი ადგილი დაიკავა. კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო ულოცავს ალექსის ჩემპიონობას და უსურვებს წარმატებულ სპორტულ კარიერას.

ვრცლად
ორშაბათი, der 8. მარტი 2021
by
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კულტურის სფეროში მოღვაწე ქალბატონებს საჩუქრები გადაეცათ

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, კულტურის სფეროში მოღვაწე აფხაზეთიდან დევნილ ხელოვან ქალბატონებს საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიების ფარგლებში ხელოვან ქალბატონებს აზა ბასლანიძეს, მზია აკობიას, ია მაისაიას, ნაირა მარშანიას, ნათელა ბერიკაშვილს, დალი ლაკერბაიას, თინა ბაბლიძეს, მანანა ბურბუთაშვილს, დოდო ნარმანიას, ნანა ჭურღულიას, ირმა ოსიას (კინწურაშვილი), ლეილა ბაღბაიას და ლიანა[...]

ვრცლად