0102, თბილისი, საქართველო
ორშაბათი - პარასკევი
დღეს, ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ახალგაზრდულ საქმეთა და კულტურის სფეროში, ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელების მხარდაჭერას გულისხმობს! ჩვენ გვსურს ერთობლივად დავგეგმოთ აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების წახალისებას და სტიმულირებას. ერთად ახალგაზრდების უკეთესი რეალობისთვის.
ვრცლად
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო და მწერალთა სახლი აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“. კონკურსის მიზანია მოზარდებში ცნობიერების ამაღლება კონფლიქტის ზონებისა და საქართველოს ოკუპაციიის შესახებ, მათთვის იმის შეხსენება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები ჩვენი თანამოქალაქეები არიან, რომლებთანაც საერთო ისტორიული წარსული გვაკავშირებს. სოხუმის დაცემიდან სამი ათეული წლის შემდეგაც[...]
ვრცლად
ევროპული არდადეგები“ იმერეთის რეგიონს ეწვია. სათაფლიასა და დიდ ჯიხაიშში, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს მორიგი სემინარი ჩაუტარა. სემინარზე ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა და ქართული კულტურა - როგორც საერთო ევროპული ტრადიციისა და ღირებულებების ნაწილი. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი,[...]
ვრცლად
კვარტალური ანგარიში ნახვა
ვრცლად
1 ივლისს კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით, ბორჯომსა და ლიკანში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის, ერთდღიანი შემეცნებითი ტური გაიმართა. ტურის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ: ყველაფერს ლაშქრობისთვის საჭირო და აუცილებელი აღჭურვილობისა და უნარ-ჩვევების შესახებ, აგრეთვე ისწავლეს საბანაკე ტერიტორიის შერჩევა, კარვის განთავსება, ექსტრემალურ პირობებში ცეცხლის დანთების ტექნიკები და გამოიმუშავეს სხვა[...]
ვრცლად
30 ივნისს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით, ბორჯომის თოჯინების სხელმწიფო თეატრმა დევნილ მოზარდებს უმასპინძლა. ელენე მაცხონაშვილის სპექტაკლის პრემიერას: „ნახერხის რაინდებს“, ბორჯომსა და ხაშურში მცხოვრები აფხაზეთიდან დევლინი სამოცდაათი მოზარდი დაესწრო, რომელთაც სპექტაკლის დასრულების შემდგომ კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მიერ სპეციალურად მათთვის მომზადებული საჩუქრები გადაეცათ. განსაკუთრებული[...]
ვრცლად
„ევროპული არდადეგები“ 2021 დაიწყო! პირველი შეხვედრა 25 ივნისს საგურამოში, ილია ჭავჭავაშის სახლ-მუზეუმში გაიმართა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ თბილისში მცხოვრები დევნილი ახალგაზრდები. 2021 წლის „ევროპული არდადეგების“ ფარგლებში, ყურადღება გამახვილდება ისეთ თემატიკაზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა და ქართული კულტურა - როგორც საერთო ევროპული ტრადიციისა და ღირებულებების ნაწილი. პროექტის საშუალებით მოხდება ანტიდასავლური[...]
ვრცლად
კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით, 24 ივნისს კიკვიძის ბაღში არსებულ მედიათეკაში საყმაწვილო ჟურნალ „იალქნის“ 2021 წლის 1-ლი ნომრის პრეზენტაცია გამართა. ჟურნალის პრეზენტაცია დატვირთული იყო სხვადასხვა სახის შემეცნებითი აქტივობებით: მსახიობმა ნანა ხურითმა და კახა ძაძამიამ შეკრებილ აუდიტორიას, ბავშვებს „იალქანსა“ და „აფქიოში“ გამოქვეყნებული ამონარიდები წაუკითხეს. ასევე 3 დან[...]
ვრცლად
12 ივნისს, ჩაის სახლში ჟურნალ "რიწის" 2021 წლის 1-ლი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალის ახალი ნომრის თემაა: ექიმები, რომელშიც ამოიკითხავთ ძალიან საინტერესო მოგონებებს, გზას აფხაზეთიდან კოვიდ პანდემიამდე, ასევე ახალ ნომერში გაეცნობით დებიუტანტ, ახალგაზრდა ავტორებს. შეგახსენებთ, რომ ჟურნალი „რიწა“ 1975 წელს, სოხუმში, ალმანახის ფორმატში, აფხაზეთის ქართველ მწერალთა ინიციატივითა დაარსდა. მოგვიანებით[...]
ვრცლად
კულტურის, სპორტის და ახლაგზრდულ საქმეთა სააგენტოსა და აფხაზეთის მძლეოსნობის ფედერაციის ორგანიზებით, 12 ივნისს დ.იოსელიანის სახელობის მძლეოსნობის სასახლეში, აფხაზეთის ღია პირველობა მძლეოსნიბაში გაიმართა. ღია პირველობა ჩატარდა პირადი პირველობის სახით გოგონებსა და ვაჟებს შორის. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ საქართველოს რეგიონების მძლეოსნები. გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. აფხაზეთის ღია[...]
ვრცლად