0102, თბილისი, საქართველო
ორშაბათი - პარასკევი
ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეა. არტ-გალერეა განკუთვნილია სხვადასხვა სახის ღონისძიებებისთვის: გამოფენები, ლიტერეტურული საღამოები, კონფერენციები, პრეზენტაციები. საგამოფენო დარბაზი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობით. მისამართი: დიმიტრი უზნაძის 68ა. დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: Info@csya.ge ან მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში.
ვრცლად
გამოვიდა ჟურნალ „რიწის“ 2023 წლის 1-ლი ნომერი. ჟურნალის „რიწა“ და სააგენტოს მიერ გამოცემული შემეცნებითი ლიტერატურის შეძენას ექსკლუზიურად, მხოლოდ შაქრო ბაბუას წიგნის მაღაზიაში შეძლებთ. თბილისი, ჭავჭავაძის 17ბ. აგრეთვე შეგიძლიათ ისარგებლოთ ადგილზე მიტანის სერვისით https://bit.ly/3EhercP
ვრცლად
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის უფროსი თაობის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. შემოქმედებითი საღამო, სახელმწიფო ანსამბლის უფროსი, სამი თაობის წარმომადგენელთა მონაწილეობით გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართულ-აფხაზური ხალხური სიმღერისა და ცეკვის განახლებული საკონცერტო პროგრამა.
ვრცლად
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში, ომში დაღუპული მებრძოლი გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ვოკალური მუსიკის საღამო გაიმართა.
ვრცლად
ხაშურში მიმდინარე საქართველოს პირველობაზე ჭაბუკთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში, კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, აფხაზეთიდან დევნილმა მოასპარეზე ლუკა ღვინჯილიამ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ლუკა ღვინჯილია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. ვულოცავთ ლუკას გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებულ სპორტულ კარიერას.
ვრცლად
“ამბები აფხაზეთიდან” გარდაბნის პირველ საჯარო სკოლაში. სპიკერი, ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი. საუბრები ისტორიულ წარსულსა და აწმყოზე. შეხვედრის დასასრულს, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს საჩუქრად, ჟურნალ “იალქნის” სხვადასხვა ნომრები გადაეცათ.
ვრცლად
გრძელდება აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს პროექტი „ამბები აფხაზეთიდან“. თეატრთმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე თბილისის 140-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც ახალგაზრდებს ქართულ-აფხაზურ კულტურაზე, იმ მახასიათებლებსა თუ ღირებულებებზე ესაუბრა რომელიც საუკუნეების განმავლობაში აკავშირებდა ქართულ-აფხაზურ საზოგადოებას. პროექტი მიზნად ისახავს საერთო წარსულის მქონე ქართველი და აფხაზი თანატოლების დაახლოებას, მათთვის საერთო ისტორიული[…]
ვრცლად
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გაიმართა “აფხაზეთის პირველობა” მაგიდის ჩოგბურთში.
ვრცლად
დაუნის სინდრომის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდები სელფის მუზეუმს ეწვივნენ. მადლობა Museum of Selfies Tbilisi მხარდაჭერისთვის და კომპანია PSP Pharmacy • პსპ აფთიაქი სასაჩუქრე ნაკრებებისთვის.
ვრცლად
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდჭერით ქართული თეატრის კვირეულის ფარგლებში, ინდოეთში, ქალაქ აგრასა და ჯაიპურში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა “გაგრიდან აგრამდე” გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდნენ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო[…]
ვრცლად