0102, თბილისი, საქართველო
ორშაბათი - პარასკევი
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერითა და ქალაქ ფოთის დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს ორგანიზებით, ფოთის საცურაო კომპლექსში მიხეილ ჩაჩბას სახელობის ცურვის ტურნირი გაიმართა.
სოხუმელი მიხეილ ჩაჩბას სახელობის ცურვის ტურნირი წელს პირველად ჩატარდა და მასში 4-დან 15 წლამდე ასაკის 50-მდე აფხაზეთიდან დევნილი მოზარდი მონაწილეობდა.
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ავთანდილ ძაგანიამ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ვახტანგ ყოლბაიასთან და თეიმურაზ მჟავიასთან ერთად ტურნირში გამარჯვებულები სიგელებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვა.
ღონისძიებას სააგენტოს დირექტორის მოადგილე ირაკლი თურმანიძე და ქალაქ ფოთის დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე რევაზ წულაია ესწრებოდნენ.
