დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ფარიკაობაში საერთაშორისო ტურნირს – “აფხაზეთის თასს” დაესწრო
შაბათი, der 17. მაისი 2025
by

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ფარიკაობაში საერთაშორისო ტურნირს – “აფხაზეთის თასს” დაესწრო

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დაფინანსებით, თბილისში, ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში “საერთაშორისო ღია ტურნირი ფარიკაობაში – აფხაზეთის თასი“ გაიმართა.

ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 150-მდე 10-12 –14 წლამდე მოზარდმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 17-მა მოფარიკავემ აფხაზეთის სახელით იასპარეზა.

სპორტსმენები ფარიკაობის სამ სახეობაში: ხმალი, რაპირა და დაშნა ასპარეზობდნენ. ტურნირის მიზანია ფარიკაობის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში და აფხაზეთის სახელით პერსპექტიული სპორტსმენების ხელშეწყობა საერთაშორისო ასპარეზზე.

გამარჯვებული სპორტსმენები შესაბამისი ხარისხის სიგელებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.

ტურნირს აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ანეტა კიტია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამმართველოს უფროსი გიორგი ბერიანიძე, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოადგილე ვიტალი ბენდელიანი, აფხაზეთის ფარიკაობის პრეზიდენტი გიორგი კეპულაძე ესწრებოდნენ.

Share: