აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია საკალათბურთო კლუბებს ეწვია
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი, ავთანდილ ძაგანია, საკალათბურთო კლუბებს ეწვია, სავარჯიშო სივრცეები დაათვალიერა და აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენების სპორტული ინტეგრაციისა და სამომავლო განვითარების გზებზე ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ სააგენტო პროგრამა „აფხაზეთის სპორტული კლუბების და გუნდების ფინანსური მხარდაჭერა“-ს ფარგლებში აქტიურად უჭერს მხარს საკალათბურთო კლუბებსა და გუნდებს, აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენების პროფესიული განვითარებისა და სპორტული წარმატებების ხელშეწყობის მიზნით.
შეხვედრას სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ირაკლი თურმანიძე, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამმართველოს უფროსი, გიორგი ბერიანიძე, საკალათბურთო კლუბ „სოხუმი 2020“-სა და „სოხუმი ჯორჯია 2023“-ს პრეზიდენტი, ლიკა ქაჯაია, და კლუბ „სოხუმის კოლხა“-ს დირექტორი, ვაჟა კვარაცხელია ესწრებოდნენ.