აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია, მოადგილე ირაკლი თურმანიძესთან ერთად, აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი კეპულაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე ფარიკაობის პოპულარიზაციის გეგმები და ერთობლივი სპორტული პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების სპორტულ აქტივობებში ჩართულობის ხელშეწყებასა და განვითარების პერსპექტივებზე.



