დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

ქორეოგრაფიული ანსამბლი „ოტობაია“

ქორეოგრაფიული ანსამბლი „ოტობაია“ 2018 წელს ჩამოყალობდა. ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი, ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილების  სოლისტი ბაჩანა ჭანტურია გახლავთ.

2019 წლის იანვარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის თანადგომითა და დაფინანსებით ანსამბლისათვის გამოიყო სარეპეტიციო დარბაზი.

ანსამბლ „ოტობაიაში“ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ორმოც მოზარდს ეძლევა საშუალება ცოცხალი აკომპანირებით, მაღალკვალიფიციური პედაგოგებისგან სრულიად უსასყიდლოდ შეისწავლონ ქართული ნაციონალური ცეკვები.