0102, თბილისი, საქართველო
ორშაბათი - პარასკევი
მთაწმინდის პარკში „აფხაზეთის დღე“ აღინიშნა. დღეს, 23 მაისს „აფხაზეთობა“ აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით მთაწმინდის პარკში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. ციფრული მუზეუმის სივრცეში აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ იმერსიული პროექციის ჩვენება მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უნიკალური ფოტოები. პარკის ტერიტორიაზე გაიმართა ფოტოგამოფენა[…]
Read Moreაფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი იწყებენ ერთობლივ პროექტს, გრაფიტის ხელოვნების შემსწავლელ კურსებს. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აფხაზეთიდან დევნილ 13 – დან 16 წლამდე ახალგაზრდებს. საკონკურსო ჟიურის მიერ შეირჩევა 12 ახალგაზრდა, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში დაეუფლებიან გრაფიტით ხატვის ხელოვნებას.[…]
Read Moreაფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში დასრულდა. შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ 10, 12 და 15 წლამდე ასაკის გოგონები და ვაჟები. აღსანიშნავია ისიც, რომ ტურნირი ღია იყო ყველა მსურველისთვის და ასპარეზობა შეეძლო ყველა მოფარიკავეს, ნებისმიერი ქვეყნიდან თუ ქალაქიდან. საპრიზო ადგილზე გასული მოფარიკავეები ექსკლუზიური მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.
Read Moreაფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 5-8 მაისს ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში, გაიმართება აფხაზეთის ღია პირველობა ფარიკაობაში. შეჯიბრის ფარგლებში ჩატარდება ტურნირი: ხმალში, რაპირა, დაშნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ 10, 12 და 15 წლამდე ასაკის გოგონები და ვაჟები. აღსანიშნავია ისიც, რომ ტურნირი გამონაკლისის გარეშე ღიაა[…]
Read Moreლიტერატურულ კონკურსი „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და მწერალთა სახლის ერთობლივი პროექტია, რომელიც უკვე მეორე წელია ტარდება. ლიტერატურული კონკურსის „ვილაპრაკოთ აფხაზეთზე“ მიზანია ახალგაზრდა თაობას გავუღრმავოთ ცოდნა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მოვუყვეთ მათ ისტორიული, კულტურული თუ სოციალური კონტექსტის შესახებ, გავაცნოთ ის ღირებულებები და ფასეულობები, რაც საუკუნეების[…]
Read More