დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

News List
ხუთშაბათი, der 13. ოქტომბერი 2022
by
„ ამბები აფხაზეთიდან“ 30-ე საჯარო სკოლაში

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით, მიმდინარეობს საპილოტე შეხვედრების ციკლი სახელწოდებით „ ამბები აფხაზეთიდან“. რიგით მეშვიდე შეხვედრა ქალაქ თბილისის 30-ე საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი ახალგაზრდებს შეხვდა. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ქართულ-აფხაზური ურთიერთობების, ისტორიული და კულტურული ასპექტების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

Read More
ორშაბათი, der 10. ოქტომბერი 2022
by
აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სამხატვრო მასტერკლასი გაიმართა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სამხატვრო მასტერკლასი გაიმართა. ახალგაზრდებმა დედაენის ბაღში, ცნობილ ქართველ მხატვართან ზურაბ გომელაურთან ერთად ფერწერულ ნამუშევრები შექმნეს. ზურაბ გომელაურის თბილ ტონებში შესრულებულ ფერწერულ ტილოებს, ზღაპრულ სამყაროში გადავყავართ. აქ ვხვდებით მითოლოგიურ სიმბოლოებს, ქართული ზღაპრების პერსონაჟებს, ცოტაოდენ მისტიკას და[…]

Read More
პარასკევი, der 7. ოქტომბერი 2022
by
ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, სოსო დოლიძისა და ვალერი ოთხოზორიას პროექტის – „ახალი დროების ძიებაში“ ფოტოგამოფენა მიმდინარეობს

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, სოსო დოლიძისა და ვალერი ოთხოზორიას პროექტის – „ახალი დროების ძიებაში“ ფოტოგამოფენა მიმდინარეობს.  ფოტო-ტექსტური პროექტი, დევნილ ადამიანებში იდენტობის ძიების პროცესს ეძღვნება. 6 თვის განმავლობაში ფოტოგრაფმა სოსო დოლიძემ და დრამატურგმა ვალერი ოთხოზორიამ სიღრმისეულად გამოკითხეს 30-მდე დევნილი პიროვნება. გამოფენისთვის[…]

Read More
თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „აფხაზური ეზოს“ პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „აფხაზური ეზოს“ პრეზენტაცია გაიმართა. „თბილისობის“ დღესასწაულის ფარგლებში, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, „აფხაზური ეზოს“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის პარალელურად, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, გოგონათა ფოლკლორულმა ანსამბლმა „გუმბათმა“ აფხაზური და ქართული ფოლკლორული ნაწარმოებები შეასრულა.

Read More
ორშაბათი, der 26. სექტემბერი 2022
by
განმუხურში ლიტერატურული კონკურსის “ვილაპარაკოთ აფხაზეთზე” წერითი სესია მიმდინარეობს

განმუხურში ლიტერატურული კონკურსის “ვილაპარაკოთ აფხაზეთზე” წერითი სესია მიმდინარეობს. კონკურსს ათი ფინალისტი ჰყავს, რომელთა მიერ წერით სესიაზე შექმნილი ლიტერატურული ტექსტები პროექტის დაასკვნით ეტაპზე ერთ წიგნად გამოიცემა. ლიტერატურული კონკურსის „ვილაპრაკოთ აფხაზეთზე“ მიზანია ახალგაზრდა თაობას გავუღრმავოთ ცოდნა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მოვუყვეთ მათ ისტორიული, კულტურული თუ სოციალური კონტექსტის შესახებ, გავაცნოთ ის ღირებულებები[…]

Read More