დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

News List
შაბათი, der 22. ივლისი 2023
by
პროექტი “ევროპული არდადეგები” დაიწყო!

22-26 ივლისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ახალგაზრდობის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით, რაჭაში პროექტი “ევროპული არდადეგები“ გაიმართება.  პროექტში მონაწილეობას აფხაზეთიდან დევნილი 100-მდე ახალგაზრდა იღებს.  „ევროპული არდადეგები“ უკვე მეოთხე წელია ხორციელდება[…]

Read More
ორშაბათი, der 17. ივლისი 2023
by
შემეცნებითი ტური

აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით, ფოცხოეწერში მცხოვრები დევნილი ახალგაზრდებისთვის, ქუთაისსა და წყალტუბოში შემეცნებითი ტური მოეწყო. ტურის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას ლაშქრობისთვის საჭირო და აუცილებელი აღჭურვილობისა და უნარ-ჩვევების შესახებ. ლაშქრობის პარალელურად დასუფთავების აქცია გაიმართა, სადაც ახალგაზრდებმა ტყის მასივი ეკოსისტემისათვის საზიანო ნარჩენებისგან დაასუფთავეს.

Read More
ოთხშაბათი, der 12. ივლისი 2023
by
მწერალთა სახლში ჟურნალ „იალქნის“ ახალი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა

მწერალთა სახლში ჟურნალ „იალქნის“ ახალი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. „იალქანი“ საყმაწვილო ჟურნალია, რომელიც 1996 წლიდან გამოიცემა. წლების განმავლობაში იგი მრავალი მოზარდის საყვარელ გამოცემად იქცა და მასში იბეჭდებიან, როგორც აფხაზეთის მკვიდრი პოეტები და მწერლები, პუბლიცისტები, უცხოელი ავტორები ასევე ბავშვები, მათი ლექსები, მოთხრობები, თარგმანები და ნახატები. ჟურნალი “იალქანი“ აფხაზეთის კულტურის, სპორტის[…]

Read More
ორშაბათი, der 10. ივლისი 2023
by
ახალგაზრდები ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწრნენ

პროექტის „ნორჩი ფეხბურთელები“ მონაწილე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწრნენ. ჩემპიონატის გამარჯვებული ინგლისის ნაკრები გახდა, რომელმაც ესპანეთი ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდნენ. მატჩამდე კი, შეკრების მონაწილეები ბათუმის[…]

Read More
ოთხშაბათი, der 5. ივლისი 2023
by
საზაფხულო სპორტული შეკრების პარალელურად „ნორჩ ფეხბურთელებს“ შემეცნებითი სახის ტრენინგ-სემინარები უტარდებათ

საზაფხულო სპორტული შეკრების პარალელურად „ნორჩ ფეხბურთელებს“ შემეცნებითი სახის ტრენინგ-სემინარები უტარდებათ. აღნიშნული აქტივობის მიზანია ახალგაზრდებში გუნდის მშენებლობის, კრეატიული აზროვნების და ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამომუშვება, როგორიცაა ლიდერობა, მაღალი სამოქალაქო თვითშეგნება, სოციუმში თვითდამკვიდრება, კარიერული განვითარების სწორი დაგეგმვა და ა.შ.

Read More