0102, თბილისი, საქართველო
ორშაბათი - პარასკევი
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო აცხადებს განაცხადების მიღებას „აფხაზეთის კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების“ ხელშეწყობის პროგრამაზე. პროგრმა გულისხმობს ისეთი პროექტების ხელშეწყობას, რომლებიც უზრუნველყოფს კულტურის ხელმისაწვდომობას, ქართულ – აფხაზური შემოქმედებითი პროცესების სტიმულირებას, ხელოვანი ადამიანების საქმიანობის პოპულარიზაციას, კულტურის ტრადიციული და ახალი დარგების (საშემსრულებლო, ვიზუალური, შემოქმედებითი მიმართულებების და სხვა…) გაძლიერებას, აფხაზური კულტურის[…]
Read Moreქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალბატონები დაჯილდოვდნენ. მონაწილეებს ტრადიციულად აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ზემოაღნიშნული კამპანია ყოველწლიურ სახეს ატარებს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს დევნილ ქალთა ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას.
Read Moreაფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო აცხადებს განაცხადების მიღებას „აფხაზეთის სახელით მოასპარეზე გუნდების/კლუბების“ ხელშეწყობის პროგრამაზე. ქვეპროგრამა გულისხმობს იმ სპორტული გუნდების/კლუბების (ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი) ფინანსურ მხარდაჭერას, რომლებიც აფხაზეთის (აფხაზეთთან დაკავშირებული) სახელით ასპრეზობენ. დაფინანსების მიმღები სუბიექტი შეიძლება იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე 2024 წლის 01 იანვრამდე რეგისტრირებული იურიდიული[…]
Read Moreილია ჭავჭავაძის სახელობის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში ჟურნალ „რიწის“ პრეზენტაცია გაიმართა. ერთგულ მკითხველებს „რიწა“ ახალმა რედაქტორმა, ინა არჩუაშვილმა წარუდგინა. ჟურნალის ამ ნომერში მრავლად შეხვდებით ახალგაზრდა ქართველ შემოქმედთა სადებიუტო პუბლიცისტურ, პოეტურ და პროზაულ ნაწარმოებებს. განახლებული „რიწა“ მეტად საინტერესო რუბრიკების ქვეშ დღესაც აერთიანებს ქართველ და აფხაზ პოეტებს.
Read Moreაფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით ბორჯომში, გარდაბანსა და თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს სახვითი ხელოვნების მუზეუმმა უმასპინძლა. ექსპოზიცია ასახავს მსოფლიო ვარსკვლავის, ლეგენდადქცეული ბრიტანელი გრაფიტის არტისტის – ბენქსის შემოქმედებით გზას ქუჩის ხელოვნებიდან მუზეუმამდე. გამოფენის კურატორი ცნობილი ფოტოგრაფი სტივ ლაზარიდისი გახლდათ, რომელმაც ბავშვები სახელგანთქმული არტისტის ბენქსის სამყაროში[…]
Read More