0102, თბილისი, საქართველო
ორშაბათი - პარასკევი
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო აცხადებს განაცხადების მიღებას „აფხაზეთის სახელით მოასპარეზე გუნდების/კლუბების“ ხელშეწყობის პროგრამაზე. ქვეპროგრამა გულისხმობს საქართველოში აფხაზეთის სახელით მოასპარეზე გუნდებისა თუ კლუბების (ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, ამერიკული ფეხბურთი) ფინანსურ მხარდაჭერას. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიმღები სუბიექტი შეიძლება იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე 2022 წლის 01 იანვრამდე[…]
Read Moreსაპილოტე შეხვედრების ციკლი „ ამბები აფხაზეთიდან“ გრძელდება. რიგით მერვე შეხვედრა ჟიული შარტავას სახელობის თბილისის 62-ე საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი ახალგაზრდებს შეხვდა. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ქართულ-აფხაზური ურთიერთობების, ისტორიული და კულტურული ასპექტების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
Read Moreმხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თბილისში მოყვარულთა შორის ჩოგბურთის ღია ჩემპიონატი გაიმართა. აფხაზეთიდან დევნილ სპორტსმენებთან ერთად, შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მოყვარული ჩოგბურთელები. ტურნირში მონაწილეობა 65-მდე მოყვარულმა სპორტსმენმა მიიღო. ჩემპიონატში გამარჯვებულები თასითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.
Read Moreაფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით და აფხაზეთის საცხენოსნო ხალხური თამაშობებისა და საცხენოსნო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, გაიმართა საცხენოსნო შეჯიბრება აფხაზეთის პირველობაზე. საცხენოსნო შეჯიბრების გამართვა მიზნად ისახავს ამ უძველესი სპორტის სახეობის მეტ პოპულარიზაციას ახალგაზრდა თაობებში და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვირდებას. საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს ფულადი ჯილდო გადაეცათ.
Read Moreაფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი “გუმბათი”, საგუნდო კორკუსის “მომავლის ვარსკვლავების” პირველი პრემიის მფლობელი გახდა. კონკურსი – “მომავლის ვარსკვლავები” საქართველოს ხელოვანთა კავშირის, “ხელოვანები მომავლისთვის” ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით იმართება.
Read More