0102, თბილისი, საქართველო
ორშაბათი - პარასკევი
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახლაგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით, ბორჯომის თოჯინების პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს უმასპინძლა. ბავშვებს თეატრმა ო. ჰენრის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი – “მოგვთა საჩუქარი” წარუდგინა. სპექტაკლის დასრულების შემდგომ სააგენტოს მხარდაჭერით ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.
Read Moreსაახალწლო სოფელში ანსამბლ „გუმბათის“ კონცერტი გაიმართა. აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი „გუმბათი“ „დედაენის ბაღში“ მოწყობილ საახალწლო სოფელში, პატარა მსმენელების წინაშე წარდგა. ანსამბლის მიერ სხვადასხვა ქართულ ხალხურ საკრავებზე შესრულებულმა სიმღერებმა მსმენელის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, ხოლო პატარების განწყობაზე ანიმატორები და მულტფილმის გმირები ზრუნავდნენ.
Read Moreაფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, დავით მარკოზიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა და ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.
Read Moreთბილისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის, სოხუმის გიორგი რატიანის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მიერ დადგმული სპექტაკლის, „ ირმის შვილი“ ჩვენება გაიმართა. სპექტაკლს 350- მდე აფხაზეთიდან დევნილი მოზარდი ესწრებოდა. წარმოდგენის დასრულების შემდგომ კი, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.
Read Moreაფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით, თავისუფალ ჭიდაობაში ამირან მაისურაძისა და შოთა კიკაბიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა. საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს შესაბამისი ხარისხის სიგელები და მედლები გადაეცათ, ხოლო ტურნირის მონაწილე ორი ახალგაზრდა სახელობითი თასით დაჯილდოვდა. სააგენტოს მხრიდან მსგავსი ტურნირების ორგანიზება და მხარდაჭერა მიზნად ისახავს სპორტის სხვადასხვა[…]
Read More