0102, თბილისი, საქართველო
ორშაბათი - პარასკევი
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო საპილოტე შეხვედრების ციკლით, „ ამბები აფხაზეთიდან“ ამჯერად თბილისის მეექვსე საავტორო სკოლას ეწვია. შეხვედრების ციკლის ფარგლებში ისტორიკოსი, პროფესორი სვიმონ მასხარაშვილი მოსწავლეებს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების,კულტურული და ისტორიული ასპექტების შესახებ ესაუბრება. შეხვედრის დასასრულს, ტრადიციულად ბლიც-ვიქტორინა გაიმართა ხოლო გამარჯვებულს სააგენტომ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. მეექვსე საავტორო სკოლა
ვრცლად
13 დეკემბერს 18:00 საათზე, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გაიმართება საყმაწვილო ჟურნალ “იალქნის”, “ 25 წლის შემდეგ – შეხვედრა “იალქნის” ავტორებთან”. ასევე მოეწყობა მხატვარ დალი მუხაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. დასწრება თავისუფალია.
ვრცლად
“მე აფხაზეთისთვის“ 2022 „გარდენ ჰოლში“ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახაგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და ჟურნალ „სითის“ ერთობლივი პროექტის „მე აფხაზეთისთვის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს გავაცნოთ საზოგადოებას სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, წარმატებული ადამიანები აფხაზეთიდან. შერჩეულ გმირებზე მომზადდება სპეციალური ფოტოპროექტი, დაიწერება მცირე ისტორიები და შემდგომში გამოქვეყნდება ჟურნალ „სითიში“, ასევე განთავსდება[…]
ვრცლად
მარნეულის რაიონ სოფელ წერაქვში, მიხეილ ჯავახიშვილის მუზეუმში, ჟურნალ “იალქნის” ნორჩ მკითხველთან შეხვედრა გაიმართა. ახალგაზრდებმა თავისი ნამუშევრები წარადგინეს, რომელიც ჟურნალის შემდეგ ნომერში დაიბეჭდება. შეხვედრის დასასრულს აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტომ მონაწილეებს საჩუქრები გადასცა.
ვრცლად
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალაგზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბიოლის ცენტრში ჟურნალისტებისთვის სემინარი გაიმართა თემაზე, „აფხაზეთის კულტურული საკითხების გაშუქება სატელევიზიო სივრცეში“.
ვრცლად
სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე, გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, გენო კალანდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა. საღამოზე მეგობრებმა და კოლეგებმა გაიხსენეს გენო კალანდიას ცხოვრების არაერთი ეპიზოდი, ისაუბრეს მის შემოქმედებასა და მოღვაწეობაზე.
ვრცლად
საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით გთავაზობთ პროექტს „კალიგრაფიის საშობაო სახელოსნო“ აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების,18 წლამდე წევრებისთვის. თავგადასავლებითა და აღმოჩენებით სავსე პროცესი ორი კვირით გაგრძელდება, 6 შეხვედრას გაუძღვებიან კალიგრაფები: ლეილა ბაღბაია და ანა მჭედლიძე. კალიგრაფიის ხელოვნების ისტორიულ სამყაროში კი ნესტან ბაგაური გამოგზაურებთ. კალიგრაფიის საშობაო[…]
ვრცლად
“ამბები აფხაზეთზე” უკვე იმერეთში! მთელი საქართველოს მასშტაბით, ვაგრძელებთ საუბარს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე. პროექტის მასპინძელი, ავთანდილ დეკანოიძის სახელობის, ქალაქ ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლა.
ვრცლად
ქუთაისში, ლიტერატურულ სარდაფში, ჟურნალ “რიწის” ახალი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. რედაქტორი ქალბატონი ნანა ქარდავა: “ამ ნომრის თემაა “სიმღერა ქუთაისზე”. რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ნომერში საუკეთესო ავტორებს შეხვდებით, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ამ თვალსაჩინო ქალაქში მოღვაწეობენ. ასევე რუბრიკაში “დებიუტი” წაიკითხავთ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო ხასიათის პუბლიცისტიკას. რასაკვირველია მხატვარიც[…]
ვრცლად
მანდარინები 2022 იწყება! უკვე მესამე წელია გრძელდება პროექტი, რომელმაც საზოგადოებას არაერთი საინტერესო და ნიჭიერი ახალგაზრდა გააცნო. ახალგაზრდა, რომლის ისტორია აფხაზეთს უკავშირდება. პროექტის სახელწოდებაა – ” მე აფხაზეთისთვის” და მას ჟურნალი “სითი” აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსთან ერთად აკეთებს. ველოდებით ახალ გმირებს, ახალ სახელებს! მოგვწერეთ და ერთად[…]
ვრცლად