0102, თბილისი, საქართველო
ორშაბათი - პარასკევი
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით კახეთში კულტურულ-შემეცნებითი ტური გაიმართება.
პროექტის მიზანია ახალგაზრდებში კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიისა და ტრადიციების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
ტურის ფარგლებში მონაწილეები მოინახულებენ კვეტერას ისტორიულ ციხე-ქალაქს, თელავის ისტორიულ მუზეუმს და გაეცნობიან ქართული ღვინის 8000-წლიან ისტორიასა და მეღვინეობის უნიკალურ კულტურას.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 18-25 წლის აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებს.
ტური 2025 წლის 2 ნოემბერს გაიმართება.
რეგისტრაციის ვადა: 15 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით.
სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/TcSDVjgTHgfSWCi88
(რეგისტრაციის შემდეგ საჭირო დეტალებს ელ.ფოსტაზე მიიღებთ)
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 143
