0102, თბილისი, საქართველო
ორშაბათი - პარასკევი
აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით ანაკლიაში სამ დღიანი შემეცნებითი ტური გაიმართა, სადაც აფხაზეთიდან დევნილმა 40-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ტრენინგები ქემპინგის, მოლაშქრეობისა და საველე პრაქტიკების მიმართულებით. შეისწავლეს გუნდური მუშაობისა და ლიდერობის უნარები, საჯარო გამოსვლის ტექნიკები, პირველადი დახმარების საფუძვლები და პროექტების მართვის პრინციპები.
ბანაკის დახურვით ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რეაპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერათად დაესწრო.
შემაჯამებელი ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც საუბარი შეეხო არაფორმალურ გარემოში ახალგაზრდების ინტეგრაციის მნიშვნელობას და მსგავსი პროექტების არსებობის აუცილებლობას.
ღონისძიებას აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია, დირექტორის მოადგილე ირაკლი თურმანიძე და სენაკის ტექნოპარკის მენეჯერი თამარ მალანია ესწრებოდნენ.