დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

შაორის ახალგაზრდული ბანაკის დახურვის ღონისძიება
კვირა, der 10. აგვისტო 2025
by

შაორის ახალგაზრდული ბანაკის დახურვის ღონისძიება

აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით შაორის ბანაკმა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 100-მდე ახალგაზრდას უმასპინძლა.

ხუთდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აქტუალურ და მათთვის საინტერესო თემებზე ჩატარებულ ტრენინგ-სემინარებში, ასევე ჩაერთნენ მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში, რაც ხელს უწყობს მათი ფიზიკური და ინტელექტუალური უნარების განვითარებას.

ბანაკი ხელს უწყობს ახალგაზრდების სრულფასოვან დასვენებას, არაფორმალურ განათლებასა და თვითშემეცნებას. პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი დამოუკიდებელი სოციალური ინტეგრაციისთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის, ასევე ეთიკის, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებისათვის.

ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ახალგაზრდებმა თავიანთი მოსაზრებები, ინიციატივები და გამოცდილება გააზიარეს. აფხაზეთის მთავრობის წევრებმა სიტყვით მიმართეს ბანაკის მონაწილეებს და გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალშიც ხელი შეუწყონ ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობასა და განვითარებას.

დასასრულს სხვადასხვა სპორტულ და შემოქმედებით აქტივობებში გამარჯვებული მონაწილეები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.

 

Share: