დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღე აღინიშნა

საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღე აღინიშნა

საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იტალიის საელჩოს ორგანიზებით ფუნიკულიორის ტერიტორიაზე გაიმართა.

ღონისძიება იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ გახსნა.

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს გოგონათა ფოლკლორულმა ანსამბლმა “გუმბათმა“ საქართველოსა და იტალიის ჰიმნები შეასრულა.

საზეიმო ღონისძიებას აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ანეტა კიტია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საქართველოში მცხოვრები იტალიელები ესწრებოდნენ.

Share: