დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

დევნილი ახალგაზრდებისთვის პროექტების წერისა და ფონდების მოძიების ინტენსიური ტრენინგკურსი გაიმართა
პარასკევი, der 15. აგვისტო 2025
by

დევნილი ახალგაზრდებისთვის პროექტების წერისა და ფონდების მოძიების ინტენსიური ტრენინგკურსი გაიმართა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით, ბაკურიანში ხუთდღიანი პროექტების წერისა და ფონდების მოძიების ინტენსიური ტრენინგკურსი გაიმართა, რომელშიც აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 45 ახალგაზრდა მონაწილეობდა.

კურსის მიზანი იყო მონაწილეთათვის სიღრმისეული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერება პროექტების დაგეგმვის, დიზაინის, ბიუჯეტირების, საგრანტო განაცხადების მომზადებისა და დაფინანსების მოძიების მიმართულებით.

სწავლება განხორციელდა არაფორმალური განათლების პრინციპებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიით, მათ შორის სამუშაო ჯგუფების, დისკუსიების, სიმულაციური სავარჯიშოების და მენტორული სესიების გამოყენებით. მონაწილეებმა დამოუკიდებლად ჩამოაყალიბეს პროექტების იდეები და შეაფასეს მათი მიზნობრიობა.

კურსმა ხელი შეუწყო ახალგაზრდებში ლიდერის პოტენციალის, პასუხისმგებლობის, თავდაჯერებულობისა და სოციალური ჩართულობის გაძლიერებას. ასევე განვითარდა კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და ინიციატივების მართვის უნარები, რაც გაზრდის მათ სამოქალაქო აქტიურობას.

Share: