დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში ჟურნალ „იალქანი“-ს ახალი ნომრის წარდგენა გაიმართა
სამშაბათი, der 30. სექტემბერი 2025
by

აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში ჟურნალ „იალქანი“-ს ახალი ნომრის წარდგენა გაიმართა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით, აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში ჟურნალ „იალქანი“-ს ახალი ნომრის წარდგენა და ჟურნალის რედაქტორების ნორჩ მკითხველთან ინტერაქტიული შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ჟურნალ „იალქანი“-ს მთავარმა რედაქტორმა ნანა ჭანტურიამ, მხატვრულ რედაქტორ ნუნუ ჯანელიძესთან ერთად ჟურნალის ისტორიასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიებაზე ლიტერატურული ვიქტორინა გაიმართა, რომელშიც აფხაზეთის №1, №11 და №12 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. მონაწილეების მიერ, აფხაზეთის თემაზე შექმნილი ლექსები და პროზაული ნამუშევრები ჟურნალის შემდგომი ნომრისთვის შეირჩევა.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ჟურნალი „იალქანი“ 1996 წლიდან გამოიცემა, რომელიც აერთიანებს შემეცნებით და გასართობ მასალას, აფხაზეთის მკვიდრი და უცხოელი ავტორების ლიტერატურულ ნაშრომებს, ასევე ბავშვების მიერ შექმნილ ლექსებს, მოთხრობებსა და ნახატებს.

Share: