აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივითა და მხარდაჭერით, აფხაზეთის N2 და N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ჯობავამ, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების პროცესებზე, ტექნოლოგიური წინსვლის თანამედროვე ტენდენციებსა და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ფაბლაბის სპეციალისტმა დავით ვარდანიძემ მონაწილეებს არსებული პროგრამები გააცნო და ინოვაციური სივრცეები დაათვალიერებინა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ყურადღება გამახვილდა მონაწილეებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე.











