დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

ავთანდილ ძაგანია საქართველოს კინოკრიტიკოსებისა და მეცნიერების ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე გაბელიას შეხვდა
ოთხშაბათი, der 20. აგვისტო 2025
by

ავთანდილ ძაგანია საქართველოს კინოკრიტიკოსებისა და მეცნიერების ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე გაბელიას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორ ავთნდილ ძაგანიასთან ერთად, საქართველოს კინოკრიტიკოსებისა და მეცნიერების ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე გაბელიას შეხვდა.

ალექსანდრე გაბელია, აფხაზეთიდან დევნილი, სოხუმელი კინოკრიტიკოსი და მკვლევარია, რომელსაც გაშუქებული აქვს კანის, ბერლინის, ვენის, ტურინის, GoEast-ის, კარლოვი-ვარის და სხვა კინოფესტივალები.

ალექსანდრე გაბელია, ვენეციის 82-ე კინოფესტივალზე „კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის” Fipresci ჟიურის წევრი იქნება და წარმოადგენს Fipresci Georgia-ს. აღსანიშნავია, რომ Fipresci-ის ჟიურიში ქართველი კინემატოგრაფისტი ორგანიზაციის ისტორიაში პირველად მიიწვიეს, ფესტივალი ლიდოში 27 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე გაგრძელდება.

Fipresci პროფესიონალი კინოკრიტიკოსების, კინოს მკვლევრებისა და კინოჟურნალისტების ეროვნული ორგანიზაციებისგან შემდგარი ასოციაციაა, რომლის მიზანი არის კინოკულტურის განვითარებისა და პროფესიული ინტერესების დაცვა. ორგანიზაცია დაარსდა 1930 წლის ივნისში ბრიუსელში და ამჟამად მას ჰყავს წევრები მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა, ქართული კინოს კულტურულ მნიშვნელობასა და განვითარების პერსპექტივებზე. ასევე განიხილეს, სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

შეხვედრას აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, კულტურის სამსახურის უფროსი სალომე უზუნაშვილი და სპორტის სამსახურის უფროსი მურთაზ გურჩიანი ესწრებოდნენ.

Share: