დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

პროგრამებზე ,,საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა” და ,,კულტურული ინიციატივები” განაცხადების მიღება გრძელდება
ხუთშაბათი, der 11. სექტემბერი 2025
by

პროგრამებზე ,,საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა” და ,,კულტურული ინიციატივები” განაცხადების მიღება გრძელდება

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოში, კულტურულ – შემოქმედებითი ღონსიძიებების ხელშეწყობის მიზნით, პროგრამებზე ,,საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა” და ,,კულტურული ინიციატივები” განაცხადების მიღება გრძელდება.

პროგრამა ითვალისწინებს პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას საშემსრულებლო, ვიზუალური და საგამომცემლო მიმართულებებით და მისი მიზანია კულტურის სფეროში მოღვაწე ხელოვანთა მხარდაჭერა, ასევე ქართულ-აფხაზური კულტურის, საერთო ისტორიული წარსულისა და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა და შენარჩუნება.

,,კულუტურულ ინიციატივებში” დაფინანსების მიღებისათვის განაცხადის შეტანა შეუძლიათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ხოლო ,,საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობის” მიმართულებით როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.

დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია:

🔗 სააგენტოს ოფიციალურ პორტალზე – https://www.csya.ge/programs/
🔗 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პორტალზე – https://portal.abkhazia.gov.ge

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ხელმოწერილი განაცხადი უნდა წარადგინოთ მისამართზე:
📍 თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქუჩა N68, მე-5 სართული;

ელექტრონული ხელმოწერის შემთხვევაში გამოაგზავნოთ მეილზე:

📧 Info@csya.ge

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 143

Share: