აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია, აფხაზეთის შემოქმედებითი კავშირის წევრი მხატვირების ნახატების გამოფენის „აფხაზეთი ფერებში“ გახსნას დაესწრო.
გამოფენაზე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა, პირველ მოადგილე სალომე კაპანაძესთან და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორ ავთანდილ ძაგანიასთან ერთად, დევნილი მხატვრები სერტიფიკატებით დააჯილდოვა და მადლობა გადაუხადა ქართული-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის.
ღონისძიებაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში, გაცოცხლებული იყო მხატვრების თვალით დანახული აფხაზეთი, მათი ფიქრები და მოგონებები აფხაზეთზე.
ღონისძიება აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გაიმართა.












