დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ცნობილი სოხუმელი პოეტისა და ჟურნალისტის მარი ჟღენტის საიუბილეო შემოქმედებითი საღამო გაიმართა
შაბათი, der 15. ნოემბერი 2025
by

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ცნობილი სოხუმელი პოეტისა და ჟურნალისტის მარი ჟღენტის საიუბილეო შემოქმედებითი საღამო გაიმართა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერითა და „აფხაზეთის კულტურის მოღვაწეთა კავშირი მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის“ თავმჯდომარე ია მაისაიას ორგანიზებით ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ცნობილი სოხუმელი პოეტისა და ჟურნალისტის მარი ჟღენტის საიუბილეო შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

მარი ჟღენტი საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრია და სხვადასხვა ჟანრში ოთხი პოეტური კრებული აქვს გამოცემული.

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარიამ, მარი ჟღენტი სახელმწიფო და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის საპატიო სიგელითა და მედლით დააჯილდოვა.

ღონისძიებას უმაღლესი საბჭოს წევრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Share: