აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის უფროსმა თაობამ ფესტივალში „სამეგრელო ქორეოგრაფიულ ფერხულში“ მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიების ფარგლებში ანსამბლმა მაყურებელს რეპერტუარიდან კომპოზიცია „ქართული სადარბაზო“ წარუდგინა და ცეკვა „უბიხური“ პირველად შეასრულა.
ფესტივალი ქალაქ ზუგდიდში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოღვაწე ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების პოპულარიზაციასა და ტრადიციების შენარჩუნებას.










