აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით პროექტ „მე აფხაზეთისთვის“ 2025 წლის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელიც უკვე მეექვსე წელია ხორციელდება.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ღონისძიების მთავარი ჯილდო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს გადაეცა.
“მე აფხაზეთისთვის” 2025 წლის ჯილდოს მფლობელები გახდნენ: სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე ზურაბ ერქვანია, პროფესორი და მეცნიერი რევაზ სულუხია, სახელმწიფო მოღვაწე გოგი ფაცაცია, ფილოლოგი და მკვლევარი ნატო მარშანია, მხატვარი დავით გუა (ბაძაღუა), ჟურნალისტი ნანა ჭანტურია, მსახიობი ლილი ხურითი, სუმოისტი ლევან ცაგურია, ტელეწამყვანი და „მე აფხაზეთისთვის“ იდეის ავტორი, ტელეწამყვანი ლიკა კვარაცხელია, მუსიკოსი ზვიად ბოლქვაძე, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი (დათუაშვილი) და ცნობილი მეცნიერი, ღვაწლმოსილი პედაგოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ ჟორდანია.
ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ მთავრობის, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


























