დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

პროექტი ,,ჯადოსნური დღეები” ქალაქ ქუთაისში გაიმართა
ორშაბათი, der 24. ნოემბერი 2025
by

პროექტი ,,ჯადოსნური დღეები” ქალაქ ქუთაისში გაიმართა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის დავალებით პროექტი ,,ჯადოსნური დღეები” გრძელდება, რომელიც ამჯერად ქალაქ ქუთაისში გაიმართა.

გასართობი პროგრამა ანიმატორებთან და ზღაპრის პერსონაჟებთან ერთად მრავალფეროვან აქტივობებს, გუნდურ და ინტერაქტიულ თამაშებს, საპნის ბუშტების, მასკოტებისა და აზოტის შოუს მოიცავს.

ღონისძიებაში აფხაზეთიდან დევნილმა 300-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.

პროექტი აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს მხარდაჭერით ქვეყნის მასშტაბით რვა სხვადასხვა ქალაქში 7 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

Share: