აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერითა და კინოცენტრ „ქართული ფილმი-აფხაზეთის“ ორგანიზებით, ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლაში ჩრდილების თეატრის სპექტაკლი ,,წელიწადის ოთხი დრო“ ჩატარდა. სპექტაკლს აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია დაესწრო.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდებისთვის მოეწყო მასტერკლასი, სადაც მონაწილეებმა საკუთარი ხელით გააცოცხლეს ჩრდილები და შეისწავლეს ჩრდილების თეატრის ტექნიკა.
სპექტაკლს აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს კულტურის სამმართველოს უფროსი სალომე უზუნაშვილი და სააგენტოს წარმოამდგენლები ესწრებოდნენ.
ინიციატივა მიზნად ისახავს აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების შემოქმედებით განვითარებას და ქართულ-აფხაზურ საზოგადოებაში მაღალი მხატვრული ღირებულებებისა და ფასეულობების დამკვიდრებას.