დიმიტრი უზნაძის ქ. #68

0102, თბილისი, საქართველო

09:00 - 18:00

ორშაბათი - პარასკევი

დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები მოზარდებისთვის პროექტი „ჯადოსნური დღეები“ ზუგდიდსა და სენაკში გაიმართა
ორშაბათი, der 1. დეკემბერი 2025
by

დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები მოზარდებისთვის პროექტი „ჯადოსნური დღეები“ ზუგდიდსა და სენაკში გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის დავალებით, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები მოზარდებისთვის პროექტი „ჯადოსნური დღეები“ ზუგდიდსა და სენაკში გაიმართა.
პროექტი მრავალფეროვან გასართობ აქტივობებს, გუნდურ და ინტერაქტიულ თამაშებს მოიცავდა, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი 500-მდე ბავშვი მონაწილეობდა.
ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა გვიჩია და სააგენტოს დირექტორის მოადგილე ირაკლი თურმანიძე დაესწრო.
პროექტი აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში იმართება და 7 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

Share: